დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა, ზამბახსაც გაჰღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა. ტოროლა მაღლა ღრუბლებში წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა, ბულბულიც, გრძნობით აღვსილი, ნაზის ხმით ამას ამბობდა: "აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო, და შენც, ქართველო, სწავლითა სამშობლო გაახარეო!“ |
მთვარეს
იარე დაუღალავად, თავი ნუ ჩაგიკიდია, გაჰფანტე ნისლი ღრუბლების, უფლის განგება დიდია. ნაზად შესცინე ქვეყანას შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა; მყინვარს დამღერე ნანინა, ზეციდან გადმოკიდულსა. კარგად იცოდე, რომ ერთხელ ძირს დაცემული, ჩაგრული კვლავ აღემართვის მთას წმინდას, იმედით აღტაცებული. მაშ, ტურფავ, წინანდებურად ღრუბლებში გაიკაშკაშე, ლურჯ კამარაზე საამოდ სხივები შეათამაშე. მეც გადავიხსნი საკინძეს და მკერდს მოგიშვერ მთვარესა, ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ ქვეყნად შუქ-მომფინარესა! |
და იმედები მიღორძინდება
როდესაც ბადრად მნათობი მთვარე ცის კამარაზედ გადაცურდება და მისი შუქი, გაბრწყინვებული, ლურჯ ჰორიზონტზედ შეთამაშდება; ოდეს ბულბულის სტვენა-სიმღერა ჰაერში ნაზად გაიწკრიალებს, როს სალამურის სულის კვეთება მთისა მწვერვალზედ შეისრიალებს; ოდეს მთის წყარო, შეჩერებული, კვლავ გზას გააპობს, გადიჩხრიალებს და ტყე, ნიავით გაღვიძებული შეიშმუშნება, გაიშრიალებს; ოდეს მტრისაგან გადახვეწილი კვლავ ეღირსება თვის ჩაგრულ მხარეს და როს სნეული, შუქს მოკლებული, კვლავ დაინახავს მზესა და მთვარეს, მაშინ მეც, ჩაგრულს, სევდისა ნისლი თავიდან მწყდება, მყისვე მშორდება და იმედები კეთილდღეობის უბედურს გულში მიღორძინდება! და ამ იმედით გატაცებულსა სული მიხარის, მშვიდად ძგერს გული: ნუთუ წრფელია იმედი ესე, ჩემდა იმა დროს მოვლინებული?! |
მოხუცი ნინიკა
მოხუცდა ჩვენი ნინიკა, გაუცვდა მკლავი გმირისა. . რარიგ გატეხა ტიალმა ჭაღარამ ღონე რკინისა! ჰაე, დედასა!..მრავალჯერ ,,აფთარა!” - ნამგლის ტრიალით მკერდ-ღია ყანის ბოლოში წამს გავრდნილი გრიალით, ხელაურების გორები გვერდით-გვერდ აუყენია და ხვითქით მორთულ სახეზე ალმური გადასდენია... ახლა კი მუხლებს ვეღარ ძრავს, სიბერით მოკვეთილებსა, წევს, ან ოცნებობს, ან წარსულს უამბობს შვილი-შვილებსა... ხან-და-ხან ახლო ყანებში ყურს მოჰკრავს ხოლმე მღერასა და გული, ჯერეთ მაგარი, უწყებს სიამით ძგერასა: წამოიწევა ცახცახით, ყავარჯენს დაებჯინება და, რა გაჰხედავს ბიჭებსა, შვებით-ღა გაეღიმება... |
შხამით აღსავსე ფიალა
ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი, კარის-კარ დაწრიალებდა; ხელთ ეპყრა მუხის ფანდური, ხმა ტკბილად აწკრიალებდა; მის საოცნებო ჰანგებში; ვითარცა სხივი მზიური, ისმოდა თვითონ სიმართლე და სიყვარული ციური, ბევრს აუძგერა იმა ხმამ გული, ქვად გადაქცეული; ბევრს გაუნათლა გონება, ბნელ-უკუნეთად ქცეული. მაგრამ, დიდების მაგიერ, სად ჩანგმა გაიწკრიალა, განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა შხამით აღვსილი ფიალა. . . და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო, ეგ არის შენი ხვედრიო! შენი არ გვინდა სიმართლე, არც ეგ ციური ხმებიო!“ |
თავად რაფიელ ერისთავს
როს მშრომელ გლეხთა ვაებით საბრალოდ აცრემლებული, ზეცას შეჰკვნესდი, მგოსანო, ერისთვის თავდადებული; როს ერის კეთილდღეობით საამოდ აღტაცებული, სიმთ აჟღერებდი ტკბილ-ხმაზედ, ვით ზეცით მოვლინებული; როს დაჰგალობდი სამშობლოს, ის იყო შენი ტრფიალი, მისთვის გაჰქონდა შენს ჩანგსა გულის წარმტაცი წკრიალი. . . მაშინ, მგოსანო, ქართველი თურმე ციურ ძეგლს გიგებდა და წარსულ შრომას, ვაებას აწყმოთი აგვირგვინებდა. შენმა სიტყვებმა მის გულში უკვე გაიდგა ფესვია, მოიმკე, წმინდა მხცოვანო, რაც სიყრმით დაგითესია; ნამგლად იხმარე ერისგან გრძნობით ჰაერში ძახილი: ,,ვაშა, რაფიელ, გამრავლდეს მამულში შენებრი შვილი!” |
— — — — — — — — — — — — — — — — — — — — —
После моей смерти... на мою могилу неблагодарные потомки навалят кучи мусора, но через много лет ветер истории их развеет.
Послушник (მორჩილი)
Поговорим о вечности с тобою: Конечно, я во многом виноват! Но кто-то правил и моей судьбою, Я ощущал тот вездесущий взгляд.
Он жил во мне и правил свыше мной. И я, как раб вселенского настроя, Железной волей управлял страной.
Чего хотел Он, управляя мной? Я, словно раб, судья и исполнитель, Был всем над этой нищею страной.
Откуда брались силы, воля, власть? Моя душа, как колесо машины, Переминала миллионов страсть.
Он прошептал мне тихо на ушко: – Ты был моим послушником, солдатом, И твой покой уже недалеко!
Иосиф Сталин 1949 год
უმადური შთამომავლები უამრავ ნაგავს დაყრიან, მაგრამ ბევრი წლის შემდეგ ისტორიის ქარი გაფანტავს მათ. იოსებ სტალინი 1949 წელი
მორჩილი (მარადიულზე ვისაუბროთ)
მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა: ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე! მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა, ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგძნობდი ამას მე.
ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით, მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას, ვიცი.
რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი, მე, როგორც, მონა, მოსამართლე, შემსრულებელი - ამ ღატაკ ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი.
საიდან მქონდა ძალა, ნება, ძალაუფლება, მანქანის ბორბალს ჰგავდა სული ჩემი, რომელიც თელავდა ვნებებს მილიონთა, ჰქონდა უფლება.
მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის: „შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი, და დასვენებაც შენი, უკვე, შორს აღარ არის“.
|