კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ერთხელ, გათხოვილი ქალიშვილი მივიდა დედასთან და ცრემლებმორეულმა რჩევა ჰკითხა:

- დედა, მე ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ ცოტა ხნის წინ შევხვდი სხვა ადამიანს და ეხლა მთელი ჩემი აზრები მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს... მე არ მსურს ქმარს ვუღალატო ფიქრებშიც კი, მაგრამ არ მაქვს ძალა სულიდან მოვიშორო ეს ცოდვილი გრძნობა სხვის მიმართ. რა გავაკეთო?

დედამ უპასუხა:

- შვილო, ჩვენი გრძნობები სულში ამოზრდილ ყვავილებს ჰგავს. შენს სულში ეხლა ორი ყვავილია:

- ერთი მათგანი - ფერმკრთალი, მაგრამ ნაზი და კეთილშობილი ყვავილი - შენი ქმრის მიმართ სიყვარულია, რომელიც თავად დარგე. ის მთელი შენი ცხოვრება იყვავილებს და მოგიტანს სასიხარულო ნაყოფს, თუ ხშირად მორწყავ.

- მეორე ყვავილი - კაშკაშა, მაგრამ შხამიანი, ჟინისა და ეიფორიის ყვავილია, რომელიც უნებართვოდ ამოიზარდა შენს სულში და როგორც სარეველა ართმევს ყველა სასიცოცხლო ძალებს პირველ ყვავილს. ამასთან იგი არახანგამძლე, არამუდმივი და უნაყოფოა როგორც არ უნდა მორწყო.

- შვილო, შენ ძალებს აღემატება საკუთარი სულიდან ამოგლიჯო მეორე ყვავილი, რადგან იგი არსებობს, მაგრამ ყოველთვის გაქვს არჩევანი რომელი ყვავილი მორწყო და რომელი არა.

თუ შენ მორწყავ მხოლოდ პირველ ყვავილს, მეორე მალე ჩამოჭკნება, გაქრება და აღარ მოგიწამლავს სულს.

- მაგრამ ეს ყველაფერი რატომ დამემართა დედა? მე ხომ მართლა ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და მასაც ვუყვარვარ?

- შვილო, ყველაფერი რაც ხდება ამ სამყაროში, ხდება გარკვეული კანონზომიერებით, არაფერია შემთხვევითი.

ბუნებაში არსებობს ისეთი მოვლენა, ისეთი ღვთიური სილამაზე, რასაც - ცისარტყელა ჰქვია. მაგრამ გაიხსენე რა უძღვის წინ მის გამოჩენას?

თავიდან ცა იფარება შავი ღრუბლებით, რომლიდანაც ასხამს წვიმა. შემდეგ მზის სხივები აღწევს ღრუბლებში, გარდატეხს წვიმის წვეთებს და ცაზე იხატება დიდებული სურათი:

ერთ მხარეს სინათლე (მზე), მეორე მხარეს სიბნელე (ღრუბლები), ხოლო მათ ჰყოფთ ცისარტყელა.

- დაფიქრდი, რა იქნება, თუ დაიმალება მზე, ან გაქრება ღრუბლები? - ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში ცისარტყელას ვერ დაინახავ...

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე