კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

როგორ ავირჩიოთ საათის სამაჯურისაათის სამაჯურები და ე.წ "ბრასლეტები" გაჩნდა დაახლოებით 100 წლის წინ, მაშინ როდესაც მასიურად შემოვიდა მაჯის საათები.

თავდაპირველად, სამაჯური ან "ბრასლეტი" წარმოადგენდა ჯაჭვს, მოგვიანებით კი იგი ტყავის სამაჯურმა ჩაანაცვლა.

დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული ტყავის, კაუჩუკის, ნეილონის, მეტალის, კერამიკული და სხვა მასალებისგან დამზადებული სამაჯურები.

ზოგადად, შეძენის დროს საათს თან ახლავს ხოლმე სამაჯური, რომელიც  შეესაბამება საათის სტილს, ფერს, ფორმას და მასალას.

ზოგჯერ იგი არის ცალკე, საათისგან განცალკევებულად და მფლობელი თავად ირჩევს საკუთარი გემოვნებით თუ როგორი სამაჯური სურს.

ამასთან, დროთა განმავლობაში სამაჯური ცვდება, ფუჭდება, ან გამოდის ახალი დიზაინის ძალიან ლამაზი სამაჯური.

შესაძლოა სამაჯური არ გაფუჭდეს, მაგრამ იგი იყოს ტყავის, და მფლობელს ჰქონდეს სურვილი მასთან ერთად იქონიოს მეტალის სამაჯური ან პირიქით.

სამაჯურის მასალა

საათის სამაჯურის მასალატყავი - ტყავის სამაჯური შეიძლება დამზადებული იყოს მაღალხარისხიანი ხბოს ან ღორის ტყავისგან. ფუფუნების და ძვირფასი ნივთების მოყვარულები კი უპირატესობას ეგზოტიკური ცხოველების ტყავისგან დამზადებულ სამაჯურებს ამჯობინებენ, როგორიცაა მაგალითად: ალიგატორი, ზვიგენი, სკაროსი და ა.შ.

ხარისხიანი ტყავის სამაჯურის დამზადება საკმაოდ რთული პროცესია. ტყავს ამუშავებენ სპეციალური წესით, პოხავენ ცხიმით, ხოლო შემდეგ აერთებენ სამი შრით - ორი შიგა და ერთი გარე შრე.

მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ტყავის სამაჯური ნაკლებად გამძლეა, ვიდრე მეტალის სამაჯური და მისი გამოცვლა მფლობელებს ხშირად უწევთ ხოლმე.

იმისათვის, რომ გაიზარდოს ტყავის სამაჯურის ექსპლუატაციის ვადა, საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა: მაგალითად, ეცდეთ არ დაასველოთ ტყავის სამაჯური, გაწმინდეთ მხოლოდ მშრალი მასალით, მოარიდეთ ქიმურ ნივთიერებებთან ზემოქმედებას და არ დატოვოთ ნესტიან გარემოში.

მეტალი - მეტალის სამაჯურები თავის მხრივ შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: სპეციალურად დამზადებული მეტალის რეზინისებური სამაჯური (შესაკრავის გარეშე), მეტალის მასალისგან ნაქსოვი (შესაკრავით), დაწნული (ე.წ mesh-band) რომელიც შედგება მცირე ზომის რგოლებისგან და გააჩნია მრავალფეროვანი კონსტრუქცია და ა შ...

მეტალის სამაჯურის მასალა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მაგალითად:

უჟანგავი ფოლადი - ასეთი სამაჯური ძირითადად არის ორგვარი: ჩამოსხმული უჟანგავი ფოლადის შენადნობი და დაპრესილი ფოლადისგან დამზადებული.

რა თქმა უნდა უჟანგავი ფოლადის შენადნობისგან დამზადებული სამაჯური უფო მტკიცე, ძვირადღირებული და პრესტიჟულია.

თითბერი (ლატუნი) - რომელიც ხშირად ქალის საშუალო ხარისხის საათებში გამოიყენება.

თითბერი მსუბუქი და პრაქტიკულია, თუმცა შესაძლოა მისი ზედა ფენა გაიცვითოს და დაკარგოს პრეზეტაბელური იერ-სახე.

კერამიკა - ელეგანტურ ქალის საათების სამაჯურები ხშირად მზადდება მაღალხარისხიანი კერამიკისგან, რომელიც ხშირად გაფორმებულია სვაროვსკის, ან სხვა ტიპის თვლებით. კერამიკა მსუბუქია, მტკიცე, ანტიალერგიული და ამასთან გამორჩეული ვიზუალური თვალსაზრისით.

კერამიკის სამაჯურები ხშირად გხვდება მამაკაცის საათებშიც. უნდა აღინიშნოს, რომ კერამიკის სამაჯურიანი საათის შეძენას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კერამიკა მაღალხარისხიანია და არ არის ფალსიფიცირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ადველად გაცვდება და დაიკაწრება.

ტიტანი - ძალიან პრაქტიკული და პოპულარულია. იგი მტკიცეა, მსუბუქი და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს კანთან კონტაქტის დროს.

ძვირფასი ლითონები - იუველური საათების სამაჯურები ხშირად მზადდება ძვირფასი ლითონებისგან. მაგალითად ზოგიერთი ფირმის ოქროს საათს შესაბამისად ახლავს ყვითელი ან თეთრი ოქროს სამაჯური, ხოლო ვერცხლის საათს ვერცხლის სამაჯური.

შესაძლოა საათი იყოს ოქროსი, მაგრამ სამაჯური ჰქონდეს არა ოქროსი, არამედ მოოქროვილი (ან საათი იყოს ვერცხლის, ხოლო სამაჯური მოვერცხლილი).

ოქროს აღმნიშვნელი სიმბოლოებია:

10K -  417 სინჯი, 42%-იან ოქრო.

14K -  585 სინჯი, 58%-იან ოქრო.

18K - 750 სინჯი, 75% სუფთა ოქრო.

კაუჩუკი / სილიკონი - კაუჩუკის და სილიკონის სამაჯურები ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია. არ სრიალებს, არ სხლტება და შესანიშნავად „ზის“ ხელზე.

ასეთი სამაჯურები საკმაოდ ფუნქციონალურია, თუმცა საათს, რომელსაც კაუჩუკის ან სილიკონის სამაჯური აქვს, სპეციფიკური, შეხამებული დიზაინი უნდა ჰქონდეს. კაუჩუკი უფრო სპორტსმენების და მოგზაურებისთვისაა გათვლილი.

თუმცა არსებობს მაღალი ხარისხის და ლამაზი დიზაინის კაუჩუკისა და სილიკონის სამაჯურები, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ პირობებშიც შეიძლება.

სინთეტიკური (ნეილონის) - ასეთი სამაჯურები არ არის პრესტიჟული და ძვირადღირებული, თუმცა გამოირჩევა სიმტკიცით და პრაქტიკულობით.

ნეილონის სინთეტიკური სამაჯურები ყველაზე მეტად მოსახერხებელია სპორტსმენებისთვის, რადგან იგი არ ხუნდება და არ ზიანდება ნესტის ზემოქმედების შედეგად.

სამაჯურის ზომები

საათის სამაჯურის ზომებისამაჯურის შერჩევის დროს, რა თქმა უნდა უპირველესი ფაქტორი მისი სილამაზე და სტილია, თუმცა ამასთან იგი უნდა იყოს ხარისხიანი, მოხერხებული და შეესაბამებოდეს თქვენი მაჯის გარშემოწერილობას.

იმისათვის, რომ სამაჯური სწორად იქნეს შერჩეული, პირველ რიგში აუცილებელია ზუსტად იცოდეთ მისი ზომა. ზომის აღება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი ჩვეულებრივი სახაზავით.

ზოგადად, ყველაზე გავრცელებულ ზომად მიიჩნევა სამაჯურის სიგანე -  20/18 ასევე გავრცელებული ზომაა 20/16 ან კლასიკური 20/20 (სამაჯურს აქვს ერთი სიგანე მთელს სირძეზე).

რაც შეეხება სამაჯურის სიგრძეს, იგი უნდა შეესაბამებოდეს მაჯის გარშემოწერილობას და ბოლოში რჩებოდეს მცრეოდენი დამატებითი სიგრძე. სამაჯურის ბოლოში, როგორც წესი განთავსებულია ნასვრეტები შესაკრავისთვის.

ქვემოთ მოყვენილია ზოგადი მონაცემები, რომლით სარგებლობაც შეგიძლიათ სამაჯურის სასურველი სიგრძის შერჩევის დროს:

მაჯის გარშემოწერილობა სამაჯურის სიგრძე
165-178 მმ 125 / 75
178-190 მმ 130 / 80
190-203 მმ 135 / 85
203-215 მმ 140 / 85
217-229 მმ 145 / 90

ზოგადი რჩევები

ზოგადი რჩევები საათის სამაჯურის შერჩევის დროსიმისათვის, რომ საათის სამაჯური სწორად იქნეს შერჩეული, საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:

»» სამაჯურის სიგანე უნდა შეესაბამებოდეს მაჯის გარშემოწერილობას. წვრილ მაჯაზე მასიური, ფართო სამაჯური უშნოდ გამოჩნდება და პირიქით.

»» საათის სამაჯურის ოპტიმალური სიგანე ქალებისთვის არის 8-18 მმ, ხოლო მამაკაცებისთვის 16-24 მმ.

»» სამაჯური მაჯაზე მოხერხებულად უნდა "იჯდეს", არ უნდა უჭერდეს და არც თავისუფლად ცურავდეს. იდეალური ვარიანტია მაჯაზე ოდნავ დიდი სამაჯური, რომელიც თავისუფლად მოძრაობს, მაგრამ მისი 360 გრადუსით შემობრუნება (ამოტრიალება) არ არის შესაძლებელი.

»» თუ უპირატესობას მეტალის სამაჯურს ანიჭებთ, მაგრამ იგი კანთან შეხების დროს ალერგიას იწვევს, არჩევანი ტიტანისგან დამზადებულ სამაჯურზე გააკეთეთ.

»» სამაჯურის შეძენამდე გულდასმით გაზომეთ სამაჯურის სიგანე და სიგრძე საათზე დამაგრების ადგილებში. თუ სამაჯური ძალიან მოგწონთ, მაგრამ მას არ ყოფნის სიგრძე, მისი გაზრდა შესაძლებელია სპეციალური დამაგრძელებლის საშუალებით.

»» სამაჯური უნდა შეესაბამებოდეს საათის ფუნქციონალურ დანიშნულებას. მაგალითად ძვირფას ქალის საათს არ მოუხდება კაუჩუკის სამაჯური, ხოლო დაივერის საათს კაუჩუკის სამაჯური. თუ საათი ძვირფასია, ძვირფასი უნდა იყოს სამაჯურიც.

»» ტყავის, კაუჩუკის, ან სინთეტიკური სამაჯური შესაკრავი ჩვეულებრივი სტანდარტული შესაკრავია, ხოლო ბრასლეტის ტიპის სამაჯურისთვის შეიძლება შეირჩეს „პეპელას“ ტიპის შესაკრავი, ან უფრო სანდო, ფიქსატორიანი შესაკრავი.

»» სამაჯურის გამოცვლა არ წარმოადგენს პრობლემას და ეს სახელოსნოს გარეშეც შეგიძლიათ, სახლის პირობებში. საჭიროა მხოლოდ წვრილი წვეტიანი საგანი, რომლის საშუალებითაც მოიხსნით ძველ სამაჯურს და დააყენებთ ახალს.

»» საათის სამაჯური, საათთან ერთად ახდენს მფლობელის გემოვნებისა და დონის დემონსტრირებას, მაგრამ ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ საათის სამაჯური ან ბრასლეტი ასრულებს არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ დაცვის ფუნქციასაც.

ამიტომ სამაჯური სანდო და მტკიცე უნდა იყოს. ადვილად არ უნდა მოგძვრეთ საათის ტარების დროს, ან არ უნდა გაგისხლტეთ ხელიდან საათის მოხსნის მომენტში.

რეკომენდებული სამაჯურები:

რეკომენდებული საათები:

მსგავსი თემები