კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

თმის სწრაფად გაზრდის მეთოდებითმების ნელი ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ორგანიზმს არა აქვს უნარი, მოამარაგოს თავის კანი მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც აუცილებელია თმის ნორმალურად გაზრდის თვალსაზრისით.

ასეთ შემთხვევაში თმების ფოლიკულები პასიური ხდება, მაგრამ როგორც კი მას მიეწოდება საჭირო მკვებავი ნივთიერებები, იწყება ახალი თმების სწრაფი ზრდა.

ჯანმრთელი თმების ნორმალური ზრდისთვის აუცილებელია ისეთი მინერალები, როგორიცაა კალციუმი, რკინა, ქრომი, სპილენძი, იოდი, კალიუმი, მაგნიუმი, მარგანეცი, კაჟი, გოგირდი, თუთია.

ამას გარდა თმების ცუდი ზრდა შეიძლება დაკავშირებული იყოს ცუდ მოვლასთან, შესუსტებულ სისხლის მიმოქცევასთან  და თმის მოვლის საშუალებების  არასწორად შერჩევასთან.

ნებისმიერი  მკვებავი ნივთიერების დეფიციტს, შეუძლია თმის ზრდის შეფერხება, დასუსტება და ცვენა  გამოიწვიოს.

ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ვიტამინებისა და ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობა. ყველაზე გავრცელებული ამინომჟავა, რომელიც გვხვდება თმის სტრუქტურებში არის ცისტინი.

სამწუხაროდ დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპის თუ პირობების უქონლობის გამო ყოველთვის არ რჩება დრო თმების სწორად მოვლისათვის.

თმის უჯრედების რეპროდუცირებაში დიდ როლს თამაშობს სტრესიც. რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი სტრესს, მით უფრო ნელა იზრდება მისი თმები. 

თმის ზრდაზე შეიძლება იმოქმედოს კანქვეშა ცხიმებმა, ბაქტერიებმა და ჭუჭყმა, რომელიც თმის ფესვებში ჯდება, ხელს უშლის თმების ”სუნთქვას” და შესაბამისად აფერხებს მის ზრდას.

ჩვენს საუკუნეში, როცა გამალებით ვითარდება ნანოტექნოლოგიები, არსებობს თმის გაჯანსაღების, გამაგრებისა და სწრაფად გაზრდის მთელი რიგი მეთოდები. დაწყებული ხალხური საშუალებებიდან და დამთავრებული ულტრათანამედროვე, ძვირადღირებული მეთოდებით.

რა თქმა უნდა შესაძლებელია თმების ხელოვნური დაგრძელებაც, მაგრამ მათთვის, ვინც უპირატესობას საკუთარ თმას და მის სწორად მოვლას ანიჭებს:

აქ შეკრებილია ყველა ის თანამედროვე, პოპულარული, ეფექტური მეთოდები და საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას და სიჯანსაღეს.

მაშ ასე თმის სწრაფად გაზრდის მეთოდები:

 საჭიროა პოლივიტამინური გამაჯანსაღებელი კურსის პერიოდული ჩატარება (არ აგერიოთ თმისთვის საჭირო ვიტამინებში A, B, C, E (რომლებიც ასევე ძალიან სასარგებლოა თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად)). უმჯობესია აირჩიოთ ხარისხიანი და ძვირფასი ვიტამინები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა „Centrum”.

ეს პოლივიტამინები არა მხოლოდ დაგეხმარებათ თხელი, მტვრევადი თმის გამაგრებაში, არამედ გააუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

 შეურიეთ ერთმანეთს „თხევადი E (10%)  ვიტამინი“ და „წყლის წიწაკის (წალკი)“ ექსტრაქტი პროპორციით 1:1. (მათი შეძენა შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში).

წინასწარ გაიკეთეთ თმის ძირების მცირედი მასაჟი და გულმოდგინედ შეიზილეთ მიღებული მასა თავის კანში 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნის საშუალებით.

 გადაანაწილეთ 2 ჭიქა თბილ წყალში 1-2 სუფრის კოვზი დროჟი და დაუმატეთ 1-2 კოვზი შაქარი. როდესაც დროჟი აფუვდება (30-40 წუთის შემდეგ), მიღებული მასით გაიკეთეთ თმებზე ნიღაბი, დაიხურეთ ქუდი და ზემოდან მოიხვიეთ პირსახოცი. გააჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი კარგად დაიბანეთ შამპუნით.

ნიღაბი ხელს უწყობს თმის გაჯანსაღებას, ამაგრებს მას და ზრდის სწრაფად.

ასეთი ნიღაბის გაკეთება შესაძლებელია არაუმეტეს ორ კვირაში ერთხელ. მთავარია არ გადაამეტოთ დროჟის რაოდენობა და დააკვირდეთ, რომ იგი ბოლომდე გაიხსნას წყალში.

 შეიძინეთ ჭინჭრის ესტრაქტი (ნებისმიერ აფთიაქში) მოხარშეთ ისე, როგორც მითითებულია ეტიკეტზე და გადაივლეთ თმებზე ყოველდღიურად ორი კვირის განმავლობაში.

ჭინჭარი არა მხოლოდ თმის ზრდას უწყობს ხელს, არამედ კვებავს და აჯანსაღებს თავის კანს, ამასთან თმაც უკეთესად ივარცხნება.

 ყოველი თავის დაბანის წინ, თმის ძირებში მასაჟის საშუალებით შეიზილეთ აბუსალათინის ან ბირკავას ზეთი (მისი შეძენა შეიძლება აფთიაქებში). სასურველია ასეთი მასაჟი გაგრძელდეს 20-30 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებულია კვირაში 2-3 ჯერ ერთი თვის განმავლობაში. აბუსალათინის, ისევე როგორც ბირკავას ზეთი კარგად ასტიმულირებს თმის ზრდასა და სიხშირეს.

 ძალიან კარგ შედეგს იძლევა შემდეგი საშუალებები:

ა) შამპუნი „ბიო-კრემი“ (რძის შრატის საფუძველზე)

ბ) ჭინჭრისა და ოროვანდის ნაყენის თმებზე გადავლება

გ) ბირკავას ზეთის (შეძენა შეიძლება აფთიაქებში) შეზელა თმის ძირებში.

 დროჟის შემცველი შამპუნი (ოროვანდის ექსტრაქტის საფუძველზე).

ასეთი შამპუნი ხელს უწყობს თმების სწრაფად ზრდას და აჩერებს თმის ცვენას.

 ეფექტურია შემდეგი ნიღაბი თმებისთვის:

ინგრედიენტები:

1/2 ჭიქა კეფირი; 1 სუფრის კოვზი დროჟი; 1 კოვზი თაფლი;

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წუთის განმავლობაში (სანამ არ მოიყენებს ქაფს). წაისვით თმებზე და თავის კანზე, გააჩერეთ 40 წუთი, შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ: 10 დღე - ყოველდღიურად, 1 თვე - კვირაში ორჯერ, 1 თვე - კვირაში ერთხელ, 1 თვე - ორ კვირაში ერთხელ.

 ძალიან ეფექტურია შემდეგი ნიღაბი: პატარა ჯამში (დაახლოებით ყავის ფინჯანის ზომის) ჩაასხით ერთი პორცია შამპუნი, დაუმატეთ 20-30 გრამი კონიაკი და ერთი კვერცხის გული.

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ გასქელებამდე და მიღებული მასა წაისვით ნოტიო (დაუბანელ) თმაზე. გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ (შამპუნის გარეშე).

ეს ნიღაბი გაიკეთეთ ორ კვირაში ერთხელ. იგი აჩქარებს თმის ზრდას, აჯანსაღებს და საგრძნობლად ასქელებს მას.

 ძალიან ეფექტური ნიღაბი თმის მუდმივი სიჯანსაღისთვის:

ერთმანეთში აურიეთ 1 სუფრის კოვზი საფუარი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი შაქარი, ორი სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და ერთი სუფრის კოვზი წყალი შემდეგი თანმიმდევრობით:

გახსენით საფუარი თბილ წყალში, აფუების პროცესის დასაჩქარებლად დაუმატეთ შაქარი, ხოლო როგორც კი საფუარი ამოვა, დაუმატეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.

მიღებული მასა კარგად შეიზილეთ თმის ძირებში. მოიხვიეთ პოლიეთილენის ქუდი ან ცელოფანი და შეიხვიეთ პირსახოცით. ერთი საათის შემდეგ თავი ჩამოიბანეთ შამპუნით.

თმის სწრაფად ზრდის ეფექტური მეთოდები ძალიან კარგად მოქმედებს თმაზე ღია ფერის ლუდის ნიღაბი. მისი გამოყენება მარტივია: თავის დაბანის შემდეგ, უბრალოდ აიღეთ ერთ ჭიქა ღია ფერის თბილი ლუდი და საგულდაგულოდ დაისველეთ თმები მისი საშუალებით.

თავი არ დაიბანოთ. ლუდი შეიცავს დროჟს და B ჯგუფის ვიტამინებს, ამიტომ ლუდით დასველებული თმები კარგად ივარცხნება, სქელდება და სწრაფად იზრდება.

იგივე ნიღაბი შეიძლება გააკეთოთ მუქი ფერის გაუფილტრავი ლუდით. შედეგი ასევე თვალსაჩინოა

ძალიან ძველი და ნამდვილად ეფექტური მეთოდი: აიღეთ ორი ჩაის კოვზი მშრალი მდოგვი და შეურიეთ ორი სუფრის კოვზ კეფირს. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი, არაჟნისმაგვარი მასის მიღებამდე.

დაისველეთ თმები, მიღებული მასა გულმოდგინედ შეიზილეთ თმის ძირებში და თანაბრად წაისვით თმების მთელს სიგრძეზე. გაიჩერეთ 1-2 საათი (თუ გაუძლებთ).

როდესაც იგრძნობთ მცირე წვასა და „წიწკნას“, ჩამოიბანეთ თმები თბილი წყლით (ცხელი წყალი არ არის რეკომენდებული).

აიღეთ აბუსალათინის ზეთი, ალოეს წვენი (2-3 ნორჩი ფოთლისგან გამოწურული), თაფლი (1-2 სუფრის კოვზი), კონიაკი (1-2 სუფრის კოვზი) და კვერცხის გული. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღებული მასა წაისვით მშრალ თმებზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი (ან პარკი, თუ ქუდი არ გაქვთ), შემდეგ პირსახოცი და გააჩერეთ 1,5-2 საათის განმავლობაში. ამის დროის გასვლის შემდეგ, კარგად დაიბანეთ თავი შამპუნით.

უბრალო, მაგრამ ძალიან სასარგებლო ნიღაბი, რომელიც უხდება ყველა ტიპის თმას: ეს არის სუფთა ხახვის წვენი რბილობთან ერთად.

ნიღაბის დამზადება უმარტივესია, ხახვი შესაძლებელია როგორც გახეხოთ, ასევე დააბლენდეროთ (შესაძლებელია სუფთა წვენიც). ასეთი ნიღბისგან მიღებული ეფექტი მოსალოდნელზე უკეთესია. თმები ნამდვილად ჯანსაღდება, მაგრდება და სწრაფად იზრდება.

ნიღაბი გაიკეთეთ არაუმეტეს კვირაში ერთხელ. გაითვალისწინეთ არაორდინალური სუნი, რომელიც ასეთ ნიღაბს თან სდევს.

კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს თმის სწრაფად გაზრდას - 1 სუფრის კოვზი ხახვის წვენს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაყი და 2- 3 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი (მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში).

მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებზე, თავი შეიხვიეთ პირსახოცით და გააჩერეთ 1 სთ -ის განმავლობაში.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2 ჯერ. შედეგი თვალსაჩინოა.

ეფექტური და მრავალგზის გამოცდილია „პურის ნიღაბი“. მისი დამზადება ძალიან მარტივია:

შავი პურის რბილობს დაასხით თბილი წყალი, ისე, რომ კონსისტენციით მიუახლოვდეს ფაფას. შემდგომ დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, კვერცხის გული და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

მიღებული მასა წაისვით ნოტიო თმებზე და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. გააჩერეთ 30-40 წუთი და გულდასმით ჩამოიბანეთ შამპუნით (გაითვალისწინეთ, რომ ჩამობანის დროს არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს პურის ნამცეცები).

ასეთი ნიღაბი ძალიან სასარგებლოა თმის გაჯანსაღებისთვის და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას, რამეთუ იგი პრაქტიკულად წარმოადგენს B ვიტამინს სუფთა სახით.

თმების სწრაფი ზრდისთვის, აგრეთვე მისი სირბილისა და ბზინვარებისთვის. შესანიშნავია შემდეგი მეთოდი: აიღეთ ერთი კვერცხი, 3-4 კოვზი ზეითუნის ზეთი, 1-2 კოვზი აბუსალათინის ზეთი (ე.წ „კასტორკა“) და გულდასმით აურიეთ აქაფებამდე.

შეიზილეთ მიღებული მასა თავის კანში და თმის ძირებში. შემდგომ, აუცილებლად დაიხურეთ თავზე ქუდი, ან პირსახოცი. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია არაუმეტეს 1-2 ჯერ კვირაში.

თმის გამაგრებისა და სწრაფად ზრდის კიდევ ერთი, სადა და მარტივი რეცეპტი: ერთ ჭიქა ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთში შეურიეთ ერთი კოლოფი აფთიაქის გვირილა. დააყენეთ სიბნელეში 6-7 დღის განმავლობაში. შემდეგ კარგად გაწურეთ და მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში.

თავზე დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი ან პარკი და შეიხვიეთ თბილად პირსახოცით. ნიღაბი გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში, შემდეგ კი გულდასმით ჩამოიბანეთ.

მართალია ეს მეთოდი ძალიან აცხიმიანებს თმას, მაგრამ შედეგი ამართლებს საშუალებას. პროცედურა უნდა ჩაატაროთ ყოველ მეორე დღეს ერთი თვის განმავლობაში. 

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი თმების სწრაფი ზრდისა და გაჯანსაღებისთვის:

ცხელ წყალში გახსენით ორის სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, დაუმატეთ 2 სუფრი კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სუფრის კოვზი შაქარი და ერთი კვერცხის გული. ყველაფერი გულდაგულ აურიეთ ერთგვაროვანის მასის მიღებამდე.

მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თავი პოლიეთინელის ქუდით ან პარკით და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი. ნიღაბი გააჩერეთ თავზე 20-40 წუთის განმავლობაში (სანამ არ იგრძნობთ თავის კანის წვას).

შემდეგ თმები თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ. პროცედურა რეკომენდებულია თვეში 2-ჯერ.

თმის სწრაფად ზრდის პოპულარული მეთოდები კიდევ ერთი თმის ზრდის მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი რეცეპტი: აიღეთ თითო მესამედი თალგამის, აბუსალათინის და გარგარის ზეთი. კარგად შეურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

პროცედურის დასრულების შემდეგ თმები კარგად დაიბანეთ. მალე შეამჩნევთ, რომ სწრაფად ზრდასთან ერთად თმები რბილი და ფაფუკი გახდა.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი თმის სწრაფად გაზრდისა და გაჯანსაღებისთვის:

აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჟელატინი (მისი შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტებში საკონდიტრო სექციაში), 1 ჩაის კოვზი შამპუნი (რომელ შამპუნსაც იყენებთ) და კარგად გახსენით 3 სუფრის კოვზ თბილ წყალში (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე).

მიღებული მასა წაისვით თმებზე, შეიზილეთ თმის ძირებში და შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით. ნიღაბი გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.

ამ დროის გასვლის შემდეგ თმები კარგად ჩამოიბანეთ. რეკომენდებულია პროცედურის კვირაში ერთხელ გამეორება. შედეგი თვალნათელია. თმა გაცილებით მოცულობითი ხდება და სწრაფად იზრდება.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც აჯანსაღებს თმას და ხელს უწყობს მის სწრაფად ზრდას: ერთი სუფრის კოვზი ჩვეულებრივი აბუსალათინის ზეთი გაათბეთ წყლის აბაზანით, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სურფის კოვზი კეფირი. კარგად აურიეთ და ნიღაბიც მზადაა.

მიღებული მასა კბილის ჯაგრისით შეიზილეთ თმის ძირებში (გადასწიეთ თმები, რომ თმის ძირები კარგად გამოჩნდეს). შემდეგ თავზე მოიხვით თბილი პირსახოცი და გააჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში.

ამ დროის გასვლის შემდეგ, თმები გულდასმით დაიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს თმებს ხელს შეუწყობს გაჯანსაღებაში, მოცულობის მინიჭებაში და სწრაფად ზრდაში.

შესანიშნავი ნიღაბი, რომელიც აჯანსაღებს თმებს, ანიჭებს მოცულობას და ხელს უწყობს მის სწრაფად ზრდას. მზადდება შემდეგი სახის ექსტრაქტი: ერთმანეთში აურიეთ მაისის ოროვანდის ფესვების ნაყენი, თალგამის ზეთი და ლეციტინი (რომლის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში).

მიღებული ნაზავი  შეიზილეთ თმის ძირებში, შემოიხვიეთ პირსახოცი და გააჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში.

აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თმები ჩამოიბანეთ. ამ ნიღაბის სასიამოვნო თავისებურებაა ის, რომ მისი ჩამობანა ხდება ძალიან მარტივად და არ სჭირდება დიდი ძალისხმევა.

ძალიან ეფექტურია და შესანიშნავად ზრდის თმას შემდეგი ნაზავი: A და E ვიტამინების ზეთოვანი ხსნარი, B6 და B12 ვიტამინები ინექციის სახით, თალგამის, გარგარის, აბუსალათინის, ჟოჟობას, ქაცვის და ქოქოსის ზეთები და დიმექსიდი (შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში).

ყველა ეს ინგრედიენტი, თითო სუფრის კოვზი, აურიეთ ერთმანეთში და მიღებული ხსნარი წაისვით სუფთა, მშრალ თმაზე 1-2 საათით. კვირაში ორჯერ.

თმის სწრაფად გაზრდის კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ვიტამინი E, ნახევარი ჭიქა კეფირი, ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ერთი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი.

ეს ყველაფერი კარგად აურიეთ, და მიღებული ნიღაბი წაისვით და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, კვირაში 1-2-ჯერ. შედეგი თვალსაჩინო იქნება.

თმის სწრაფი გაზრდის, გასქელებისა და გაჯანსაღებისთვის, ძალიან ეფექტურია შემდეგი მეთოდით დამზადებული ნიღაბი:

აიღეთ ერთი კოლოფი ნატურალური ხნა, შეურიეთ მას ერთი კვერცხის გული და დაუმატეთ 2/3 ჭიქა თბილი კეფირი (შეგიძლიათ გაათბოთ ცხელი წყლის აბაზანით).

თუ თმის კიდევ უფრო სწრაფად გაზრდა გსურთ, შეგიძლიათ ამ ინგრედიენტებს დამატებით დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის, ყურძნის წიპწის, ან ნუშის ზეთი.

ეს ყველაფერი საგულდაგულოდ შეურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თბილი მასა. თუ ნაზავი ძალიან სქელი გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ მცირეოდენი თბილი წყალი.

მიღებული მასა პირველ რიგში კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, შემდეგ კი გადაანაწილეთ მთელი თმის სიგრძეზე.

გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათი, მაქსიმუმ რამდენსაც შეძლებთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თავი დაიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნითა და ბალზამით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ. თვალსაჩინო შედეგს აუცილებლად დაინახავთ.

თმის ამპულები (სწრაფად ზრდისთვის)

 

თმის ამპულები (სწრაფად ზრდისთვის)თმის სწრაფად ზრდის თანამედროვე და ძვირადღირებული მეთოდებიდან შეიძლება ავღნიშნოთ სპეციალური ამპულები.

თმის გაჯანსაღებისთვის, ცვენის შესაჩერებლად და სწრაფად ზრდისთვის განკუთვნილი ამპულების დადებითი თვისებებია:

 სწრაფი მოქმედება (ეფექტი უკვე თვალსაჩინოა მეორედ გამოყენების შემდეგ);

 ალერგიის დაბალი რისკი;

 სასარგებლო ნივთიერებების თმაში შეღწევადობის მაღალი მაჩვენებელი;

 ამპულებით მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის;

Biolag - ეს ამპულები შესანიშნავია შეღებილი თმისთვის. ხელს უწყობს კულულების მაღალ ხარისხს, ანიჭებს თმას ბზინვარებას. მისი ბიოლოგიური კომპონენტები არანაირად მავნე ზემოქმედებას არ ახდენს თმის ფერზე.

Complex - ამ ამპულების ზემოქმედებით თმა არა მხოლოდ სწრაფად იზრდება, არამედ ხდება უფრო დამჯერე, მოქნილი, ბზინვარე. ამასთან, თმის ძირები აღარ იხლიჩება.

Depilfax - ეს ამპულები წარმატებით გამოიყენება შორს წასული ალოპეციის დროს. ამასთან იგი ხელს უწყობს ძლიერ დაზიანებული კულულების აღდგენას, რაც საკმაოდ ხშირია თმის ქიმიური გასწორების ან დახვევის შემდეგ.

Dercap - ახალისებს თმას, აცილებს მას ქერტლს, სოკოს, აღადგენს კანის სტრუქტურას არა მხოლოდ თავის კანზე, არამედ ტანზეც (კისერზე, მხრებზე). გააჩნია უპირატესად მენთოლის გემო

Farme - მისი ძირითადი მცენარეული ინგრედიენტია ოროვანდი. როგორც ცნობილია ბირკავას საფუძველზე დამზადებული საშუალებები აჩქარებს თმის ზრდას, „აღვიძებს“ თმის  ბოლქვებს, ამცირებს, ან საერთოდ აჩერებს თმის ცვენას.

Loreal Fluid Professional - შესანიშნავი და მსუბუქი პრეპარატია, რომელიც სწრაფად შეიწოვება თმის კულულების სიღრმეში და აღადგენს თმის სტრუქტურას.

Phitolab Minerale - ეს არის კოსმეტიკა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ნატურალური მცენარეებისა და მინარელების ექსტრაქტებზე. ამის გამო, იგი მიიჩნევა ჰიპოალერგენულ საშუალებად.

Schwarzkopf (Schwarzkopf Professional Bonacure) - პროფესიონალური კოსმეტიკის მთელი ხაზი. შესაძლებელია შერჩეული იქნას სასურველი პაკეტი ნებისმიერი ტიპის თმისთვის და თავის კანისთვის.

Simply Zen - ეს პრეპარატი შეიცავს ზღვის მცენარეების ექსტრაქტს. იგი ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, სპობს სოკოს, ახდენს ცხიმოვანი უჯრედების მუშაობის ნორმალიზებას.

Vichy Aminexil Pro - კომპლექტში შედის: შამპუნი, ბალზამი, ნიღაბი და ამპულები (დაზიანებული თმისთვის და თმის ცვენის წინააღმდეგ), აგრეთვე - ქაფი (თმის დავარცხნისა და მოვლისათვის).

 

და სხვა...   იხილეთ ვრცლად: თმა და ვიტამინები

 

 

ზოგადი სასარგებლო რჩევები 

თმის სწრაფად ზრდის რეცეპტებიიმისათვის, რომ გქონდეთ არა მხოლოდ გრძელი, ლამაზი და ჯანმრთელი თმები, არამედ ამაღლებული განწყობა და თავიც მუდამ კარგად იგრძნოთ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდთან ერთად, სასურველია დაიცვათ შემდეგი ზოგადი წესები:

თავის დაბანის შემდეგ თმებზე სუფთა წყლის გადავლების  ნაცვლად, სხვადასხვა სასარგებლო მცენარეთა ნაყენების გამოყენება შეიძლება, მაგალითად ჭინჭრის ან პიტნის ექსტრაქტი, რომელიც  არბილებს თმას და ამავე დროს ხელს უწყობს მისი ზრდის სტიმულირებას.

ასეთი მოვლის პირობებში ნებისმიერი ვარცხნილობაც უფრო მყარია და დიდხანს ნარჩუნდება.

ერთმანეთში აურიეთ როზმარინი და წყალი თანაბარი პროპორციით (ერთი ჭიქა როზმარინი ერთ ჭიქა წყალზე) მიღებული ხსნარი შეიძლება დაუმატოთ შამპუნს პროპორციით 2:1 და დაიბანოთ თავი. როზმარინი ხელს უწყობს დახშული ფორების გახსნას თავის კანზე, რაც ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას.

როზმარინი შეგიძლიათ მოადუღოთ და მიირთვათ ჩაისთან ერთად, იგი ხელს უწყობს ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას.

ბეტა-კაროტინი რომლის წყაროდ მწვანე და ყვითელი ფერის ხილი და ბოსტნეული ითვლება, ხელს უწყობს თმის ზრდას.

თმის სტრუქტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტინი (ჰერკულესი, ყავისფერი ბრინჯი, სოიო, ცერცვი, კაკალი, ლუდის საფუარი) ბიოტინს ზოგიერთი შამპუნიც შეცავს, რომლის გამოყენებაც რეკომენდებულია თმის ზრდის დასაჩქარებლად. 

 რეგულარულად დაივარცხნეთ თმები და გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი თავის კანს. ეს ხელს შეუწყობს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და თმების კვებას.

დავარცხნის შედეგად, თმას მოსცილდება ქერტლი, ნიღბების ნარჩენები და თმის მოვლის სხვა საშუალებების გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნარჩენები.

 კარგია, თუ არ დაგეზარებათ და თმას ორჯერ დაივარცხნით - დილით და საღამოს.

 სწორად იკვებეთ, მეტი დაისვენეთ, შეეცადეთ მიიღოთ ნაკლები სტრესი, მიიღეთ მეტი ვიტამინები და დადებითი ემოციები.

მუდმივად გახსოვდეთ, რომ თმების მოვლა, ნებისმიერი ქალის განუყოფელი ნაწილია.


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

მსგავსი თემები