უკვე საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დაქორწინებული ხართ, თქვენი ქორწინება საკმაოდ წარმატებულია, მაგრამ ამჩნევთ, რომ წინანდელი ლტოლვა აღარ არის, სიყვარულით ნაკლებად ხართ დაკავებული იმის გამო რომ დაიღალეთ. ახალი შეგრძნებები კი არ მოდის. ნაცნობი სიტუაციაა, ნუთუ ყველასთან ასეა?
აღმოჩნდა რომ - არა! ბევრი წყვილი აღიარებს, რომ მსგავსი კრიზისის გადატანის შემდეგ, მათ შეძლეს გაეხსნათ საკუთარი თავისთვის ახალი ჰორიზონტები. როგორ?
აი რამოდენიმე რჩევა, რომელსაც გვთავაზობენ ცნობილი სექსოლოგები, ფსიქოთერაპევტები და უბრალოდ ,,სტაჟიანი ცოლ-ქმარი”
სექსი გრძნობებია
სექსი შეიძლება შეადაროთ მომღერალ დუეტს: მომღერლებს შეუძლიათ იმღერონ უნისონში, მაგრამ თითოეულმა - თავისი პარტია. თუ მათ შეძლეს ერთად სიმღერა, მაშინ ხმები მიიღებს სულ სხვა ჟღერადობას.
კარგ დუეტში ორივე მონაწილე შეიგრძნობს პარტნიორს. თუ ერთს მოესურვება იმპროვიზაცია, მეორე ადვილად შეეწყობა მას.
რა თქმა უნდა, სექსი 30 და 18 წლის ასაკში განსხვავებულია. სიყმაწვილეში ყველაფერი უფრო მარტივია, სისხლში ჰორმონები “თამაშობენ” , შეგიძლიათ არ დაიძინოთ მთელი ღამე, დილით კი კვლავ “ცინცხალმა” გაიღვიძოთ.
წინ დიდი იმედები და გეგმებია. წლების შემდეგ კი სილამაზესთან ერთად იკლებს თავდაჯერებულობა (განსაკუთრებით თუ მეუღლე პერიოდულად გახსენებთ ზედმეტი კილოგრამების და ნაოჭების შესახებ) ოჯახზე მზრუნველობას მიაქვს მთელი ძალები და ორგანიზმი მოითხოვს ერთი საათის გამოყოფას ძილისთვის და რა სექსისთვის.
მაგრამ მაინც, სექსუალური დაკმაყოფილება პირველ რიგში დაკავშირებულია ქორწინებით კმაყოფილებასთან. თუ ცოლ-ქმარი კმაყოფილია ინტიმური ურთიერთობებით, მაშინ ეს ქმნის ფონს, რომელზე დაყრდნობითაც ვითარდება მათი სხვა სფეროებში ურთიერთობა. ეს ფონი ახდენს გავლენას ამ ურთიერთობების წარმატებაზე.
რა ვქნათ? თავდაპირველად პატიოსნად უპასუხეთ საკუთარ თავს შეკითხვაზე: ყველაფერი რიგზეა თქვენს შორის ყოველდღიურ ურთიერთობებში? თუ არა - მოძებნეთ ის წერტილი, საიდანაც დაიწყო უთანხმოება და სიტუაციის გამოსწორება სწორედ ამ წერტილიდან დაწყეთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა უარყოფიი ემოცია დაგროვდება და ჰორიზონტზე გამოჩნდება ისეთი ავბედითი აჩრდილი, როგორიცაა ღალატი...
მეტი ყურადღება ერთმანეთის მიმართ
,,ნაკლები სიყვარული ხვდება წილად მას, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს! “
პარადოქსი: არ გავიწყდებათ დააყაროთ თავზე საყვარელ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი უსიამოვნებები, გამოთქვამთ პრეტენზიებს, საყვედურებს, თანაც მისი მეგობრების თანდასწრებით. სად არის ტაქტი, სინაზე, ალერსიანობა? ცოლ ქმარი რომლებსაც არ ავიწყდებათ ერთმანეთისათვის სინაზის და სიყვარულის გამოხატვა როგორც წესი არც ცივდებიან ერთმანეთის მიმართ.
როდის მიართვით ქმარს ყავა საწოლში ბოლოს? მან კი ბოლოს როდის დაგიზილათ ზურგი სააბაზანოში? საღამოობით სეირნობთ ერთად მთვარის შუქზე?
დროთა განმავლობაში ყველა ოჯახს უჩნდება თავისი ,,რეცეპტები” . რაც უფრო ხშირად გამოიჩენთ ერთმანეთის მიმართ დადებით ემოციებს მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი სექსუალური კავშირი!
დაღლილი სხეულები დაკავებული არიან დაღლილი სექსით
გათხოვილ ქალბატონებიდან რომელი არ მოხვედრილა სიტუაციაში, როდესაც დაღლილობისგან გსურთ დაიძინოთ, ქმარი კი იჩენს ინიციატივას...
უარზე ხართ - ქმარი განაწყენდება…
დათანხმდებით? - წევხარ გატანჯული და იზრდება გაღიზიანება...
ცუდია რა თქმა უნდა, თუმცა ხდება პირიქითაც: გინდა მასთან, მას კი - ,,სტკივა თავი”...
როგორ მოვიქცეთ? - მიეცით ერთმანეთს დასვენების საშუალება.
,,სტაჟიანი” წყვილები,რომელთაც ერთმანეთის მიმართ ლტოლვა აქვთ, შემდეგნაირად წყვეტენ ამ პრობლემას.
ერთნი, შაბათ-კვირას აგზავნიან ბავშვებს ბებიასთან, თხოვენ არ დაღალონ ისინი ტელეფონის ზარებით და ვიზიტებით...
მეორენი, თუ არ ეჩქარებათ სამსახურში, გადააქვთ სექსი დილისთვის (არანაკლებ სასიამოვნოა)...
მესამენი, პირიქით, აძინებენ ბავშვებს და საღამოს ათი საათიდან შუაღამემდე უწილადებენ ერთმანეთს ყურადღებას.
ერთი სიტყვით გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
სექსი განისაზღვრება არა რაოდენობით, არამედ ხარისხით: ჯობია იყოს იშვიათად, მაგრამ ,,სრული პროგრამით”!
პრობლემები დატოვეთ ზღურბლს მიღმა
ნუ შეიტანთ სახლში სამსახურებრივ პრობლემებს. ნუ წაიღებთ სახლში საბუთებს, რომელთა გადახედვაც სამსახურში ვერ მოასწარით. მეგობრების ერთი-ორ საათიანი ზარები შეგიძლიათ გადადოთ სხვა დროისთვის.
თუ ელოდებით მნიშვნელოვან ზარს, გამოიყენეთ ავტომოპასუხე, ამით თქვენ გაუკეთებთ ეკონომიას ძვირფას დროს და სულიერ ძალებს. თუ ამ დღეს თქვენ დაგრჩათ ბევრი გადაუჭრელი სამსახურეობრივი პრობლემა, უმჯობესია ამ საღამოსთვის არ დაგეგმოთ ინტიმური ურიერთობები, რადგან პრობლემებზე ფიქრი არ მოგცემთ განტვირთვის საშუალებას.
ხანდახან ღირს ამცნოთ მეუღლეს თქვენი განზრახვის შესახებ!
თუ თქვენ დილიდანვე საქმიანად განუცხადეთ მეუღლეს: ,,ძვირფასო ჩვენი დღევანდელი საღამო სექსისთვისაა!” - თქვენ დილიდანვე იქნებით აღმატებულ განწყობაზე. სასიამოვნო საღამოს მოლოდინში, მუშაობის დროს კი რამოდენიმეჯერ დაურეკავთ ქმარს, სიტყვებით, რომ მოუთმენლად ელოდებით საღამოს, მიხვალთ სამსახურიდან ნახევარი საათით ადრე, რათა მოამზადოთ მსუბუქი ვახშამი ორისათვის. წინასწარ იზრუნოთ შამპანურზე ან ღვინოზე, მიიღებთ შხაპს.
თქვენ შეგექმნებათ შესანიშნავი განწყობა, რომელსაც მაშინვე იგრძნობს თქვენი მეუღლე.
გახსოვდეთ-ცოლ-ქმარს შორის საწოლში ყველაფერი დასაშვებია
სექსოლოგების აზრით, ყველაზე გავრცელებული მახე ცოლ-ქმარს შორის საწოლში ერთი და იგივე რეცეპტია.
ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც დგება ისეთი პერიოდი, როდესაც პარტნიორის ინტიმური მხარეები საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, ამიტომ შეეცადეთ, ინტიმურ ურთიერთობებში შეიტანოთ რაც შეიძლება მეტი სიახლე, არაორდინალურობა, ფანტაზია...
თავადვე დაფიქრდით : თუ ადამიანს ყოველდღე აჭმევთ ტკბილეულს (ანანასს, ბანანს), დადგება მომენტი როდესაც ამ პროდუქტის დანახვისას, მას გული აერევა.
ამგვარად ნებისმიერ შემთხვევაში ,,მენიუ” უნდა გაამრავალფეროვნოთ. გახსოვდეთ, რომ მამაკაცი ყველაფერში აგყვებათ და ხელს შეგიწყობთ.
ნუ გადააქცევ ქმარს მეგობარ გოგონად
ეს არის ოქროს წესი ცოლ-ქმარის ცხოვრებაში. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს გვერდით მამაკაცია! ეს მამაკაცი კი უნდა აცდუნოთ და დაიპყროთ ყოველ დღე.
პრაქტიკაში კი გამოდის სხვაგვარად. ცოლი ტრიალებს სარკის წინ და უჩივის ქმარს, რომ მოიმატა ოცი კილო, დაემსგავსა ,,ძროხას” და არ ეტევა არც ერთ ქვედაბოლოში.
სტომატოლოგთან ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ ყვება, რომ კბილებში ოცი ხვრელი აქვს და საერთოდაც უნდა დააგროვოს ფული კბილების ჩასასმელად.
ან ქმართან იწყებს ანტიცელულიტური კრემის თვისებებზე საუბარს. ერთი სიტყვით ლაპარაკობს იმას, რასაც არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა გაცნობის და პირველი ურთიერთობების დღეებში, წლებში.
გასაგებია, როდესაც ცოლი დაიწყებს ასეთ თემებზე ჩივილს, მას უნდა, რომ ქმარმა უთხრას: ,,ძვირფასო, მიუხედავად ყველაფრისა, შენ მშვენიერი ხარ!”, მაგრამ ქმრები ჩვეულებრივ ასეთ რამეს არ ამბობენ, რადგან თუ ცოლმა თქვა, რომ ის ბებერი, მსუქანი, შეუხედავია, ცელულიტი და კარიესი აწუხებს, ვის უნდა დაწვეს საწოლში ასეთ ქალთან? ამიტომ, აუცილებლად დაფიქრდით სანამ ასეთ საკითხებზე მეუღლესთან ისაუბრებდეთ.
იუმორი
ვინ გითხრათ, რომ სექსი - ეს სერიოზულია? - ხანდახან საუკეთესო საშუალებაა, გააშარჟო და იხუმრო მასზე.
იუმორი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა მეუღლე დაღვრემილია და სექსი რაღაც მძიმე რიტუალად წარმოუდგენია.
მოიფიქრეთ რამე რათა გაახალისოთ იგი, მოუყევით ეროტიული შინაარსის ნამდვილი ან გამოგონილი ამბავი, სახალისო ისტორია ან ანეკდოტი.
თუ თქვენს მეუღლეს აქვს იუმორის გრძნობა, ის აუცილებლად აგყვებათ და საღამოც შედგება…..
მოგონებები თქვენი მოკავშირეა
თუ თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის შეიმჩნევა გაუცხოება, საღამოს გაიხსენეთ ის კარგი, რაც იყო თქვენს შორის, დაათვალიერეთ ძველი სურათების ალბომი მასთან ერთად, გაიღიმეთ, ეცადეთ ისიც გააცინოთ.
უთხარით რომ ძველებურად გიყვართ, რომ გრძნობთ მის სიყვარულსაც, დელიკატურად მოაგონეთ თქვენს შორის არსებული ინტიმური დეტალები, მიანიშნეთ, რომ ეს შესანიშნავი და დიდებული იყო.
გააკეთეთ მოკლე ექსკურსი თქვენს “პირველ ღამეებში” და ისევ მიიპატიჟეთ იგი იქ, დაარწმუნეთ, რომ ვნებები უფრო ბობოქარი იქნება...
ფლირტი
ფლირტი უცნობ მამაკაცთან ადვილია: გაუღიმებთ მომხიბვლელად ისე, რომ ამ უცნობს ყველაფერი შინაგანი შეეეკუმშება სურვილისაგან და ფლირტიც “მზადაა”. არსებობს უამრავი სხვა მეთოდიც.
გაცილებით უფრო რთულია ფლირტი საკუთარ ქმართან! როგორ?
სტუმრად ან სასეირნოდ წასვლის წინ გამოძებნეთ მომენტი, ჩაცმის წინ წარმოაჩინეთ თქვენი სექსუალურობა, ხაზი გაუსვით ახალი ღამის საცვლის ამღგზნებადობას. სტუმრად კი ჩახედეთ თვალებში და სხვებისათვის შეუმჩნევლად მსუბუქად გაეხახუნეთ თეძოებით, მკერდით.
დროდადრო შეარჩიეთ მომენტი და ხელი გადაუსვით მუხლზე, შემდეგ კი გადაინაცვლეთ უფრო ზემოთ...არ გაუშვათ შანსი და ეცეკვეთ. უთხარით კომპლიმენტი, გაიცინეთ მის ხუმრობებზე, აკოცეთ ყურზე, ერთი სიტყვით თქვენ ხომ იცნობთ თქვენს ქმარს! შედეგიც აუცილებლად იქნება!
გახსოვდეთ: თქვენი ვნება არსად არ გამქრალა! უბრალოდ ის დაიმტვერა ყოფითი პრობლემებისგან. გადაწმინდეთ ეს მტვერი და გიხაროდეთ ცხოვრება!