კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მე დავიბადე ერთ ბნელ სარდაფში,

სადაც მზის სხივი ვერა სწვდებოდა,

სად შემოდგომის სასტიკი ქარი

ველურ ღმუილით მემუქრებოდა.

მამა მომიკვდა... დედიკო ტკბილი

ყოველ ბინდისას სადღაც ჰქრებოდა;

საღამოთი კი, შრომით დაღლილი,

ისევ შინისკენ ეშურებოდა.

გათენებიდან დაღამებამდე

ლუკმა-პურისთვის წვალობდა დედა,

მე კი მთელი დღე ქუჩის ბიჭებში

დავწანწალებდი სხვისა კარზედა.

წამოვიზარდე... გუშინაც. დღესაც,

ისევ ამ ქუჩებს ვეძმობილები;

აქ აღვიზარდე და ბოლოს აქვე

დაისვენებენ ნათრევი ძვლები...

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე