დედისთვის ლექსი ძალზე ცოტაა, თვითონ დედაა მზისფერი ლექსი, ის ზოგჯერ ატმის ნაზი რტოცაა, ზოგჯერ კი, ვაზის ძლიერი ფესვი... წვიმის მოსვლაა, ღიმილი მზეა ამ ნაწვიმარზე და ყველა სევდა მაშინ შორსაა, როცა კი დედას ხატად იწამებ... და არმოცლაა, არა ტაშის და არა ჯილდოსთვის, დედისთვის ჯილდო შვილის კოცნაა და ეს ლოცვაა მარადისობის... |