კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედა გარეთ გამოვა და

ჩუმად მოსთქვამს:

"ჩემი შვილი აღარ სჩანს..."

არც არასდროს გამოჩნდება

შენი შვილი, დედა,

ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა...

სადღაც უცხო მიწა-წყალზე

განისვენებს ალბათ,

შენი დავარცხნილი თმები

აუწეწა ქარმა,

შენი დაკემსილი ქუდი

გაუცრიცა ტყვიამ,

შენს შვილს ახლა უსახელო

ჯარისკაცი ჰქვია...

შინ შებრუნდი, გვიან არის,

ხედავ, დედი?

შენი შვილი აღარ ჩანს,

არც არასდროს დაბრუნდება

შენი შვილი, დედა,

ჯარისკაცი ჯარისკაცად დარჩა.


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე