კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედი, შენს ცრემლზე ია მოვიდა,

იაზე ჭრელი პეპელა დაჯდა;

დედი, ამ დილით მზე ამოვიდა,

სახსოვრად შენი საფლავი დამრჩა.

დედი, დღეიდან ობოლი მქვია,

ობლად ვეკუთვნი ქვეყანას მზიანს

და ვეფერები პატარა იას,

რომელზეც ჭრელი პეპელა დაჯდა.

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - გოდერძი ჩოხელი  • • •   გოდერძი ჩოხელის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე