ყველა ბაზრის თუ საყდრის კუთხეში, ყველა ქუჩაზე სადაც შევივლი, მხრებჩამოყრილი და უნუგეშო ზის ვიღაც ქალი ხელგაშვერილი.
ეს მომტვრეული ციხის ქონგური? მისი იმედი, მისი პატრონი აფხაზეთშია იქნებ მოკლული.
და ბედიც მიტომ აღარ კადრულობს, ამ ქალის ხვედრში ვის უძღვის ბრალი, თუ არა შეშლილ მთელ საქართველოს.
რად დამატეხე რისხვა ზეცათა: საწყალი დედა, ოცი წლის მკვდარი, აქ ცოცხლად როგორ გამომეცხადა!
ყელში რაღაც მწვდა მომაშთობელი და ხელგაშვერილ ამ ზმანებიდან მიყურებს დედაც... და ღვთისმშობელიც...
ქალი - უმწარეს ბედით დევნილი - ვაითუ, მართლა უფლის დედაა, გამოსაცდელად ცით მოვლენილი.
ჩემსავით ალბათ სხვებიც შიშობენ. როგორ გავბედო და ხურდა ფული როგორ ჩავუდო ხელში ღვთისმშობელს... |
ლექსები დედაზე • • • ![]() |