კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

დედი, გზირის მზერასავით 

გდევდა მუდამ ავი ბედი, 

სოფლის ბოლოს, ალაგესთან 

რა უმწეოდ დამიბერდი.


დედი, ჩვენი სახლის ზემო 

ხაკისფერი ღრუბლებია, 

შორს მიდიან სამუდამოდ, 

თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან.


მამაშენი სახსრის ჩივილს 

ვერ უძლებსო, რა ხანია, 

მწერდი, სულს რომ ვერ გაატან, 

ისე შავი ზამთარია.


არაფერი აღარ შეგრჩა, 

ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში, 

და უძღები შვილის წერილს 

ფსალმუნივით იღებ ხელში... 


ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - დავით შემოქმედელი  • • •   დავით შემოქმედელის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე