მთარმნელი: ნინო დარბაისელი
ცოცხალი ხარ, ბებრუცანავ ჩემო? მეც - რა მიჭირს, სალამს გითვლი თუკი. დე, განათდეს შენი ქოხის ჩერო იმ საღამოს გამოუთქმელ შუქით!
ნაღვლიანი დღეც და ღამეც მელი, სოფლის გზაზე გამოდიხარ მალ-მალ ძველმოდური შენი მოსაცმელით.
და მუდმივად გელანდება თანაც, დუქნის ჩხუბში შვილი მკვდარი გდია, გულში ჩასცეს მას ფინური დანა.
ეს სიმძიმე - მოჩვენება ავი. არ ვარ ისე უსაშველოდ ლოთი, სადღაც მოვკვდე, დედის უნახავი.
და ერთს ნატრობს გული მონაოხი, რომ როგორმე გამოვექცე დარდებს მომენატრა ჩვენი ციცქნა ქოხი.
ჩვენი ბაღი, მზისთვის გასაცინად, ოღონდ ნუღარ გამაღვიძებ, ოდეს ირიჟრაჟებს, როგორც რვა წლის წინათ.
არამხდარიც დავივიწყოთ უკვე. მეტისმეტი დანაკარგი, დაღლა გამოსცადა ჩემმა სიჭაბუკემ.
ძველი გაქრა, დავიწყება უქადს. შენ ხარ ჩემი ხსნა და შვება მარად, მეგულები გამოუთქმელ შუქად.
ნუღარ შფოთავ, ასე ნუღარც მელი, და მალი-მალ ნუ გადიხარ გზაზე. ძველმოდური შენი მოსაცმელით. |
ლექსები დედაზე • • • ![]() |