კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

შენ არ გიგრძვნია ალერსი დედის, 

არც მისი კალთის სითბო ნამდვილი,

ასე მგონია,

ხუნდი ხარ მტრედის,

ქარში ბუდიდან გადმოვარდნილი.


არ დამანახო ნაღველი თვალში,

არ დამანახო შენი ცრემლები,

უბეს გავიხსნი, 

კალთასაც გავშლი,

და, შვილო, თავზე შემოგევლები.


განთიადისას ხელში აგიყვან,

რომ მზის სხივებმა მკერდი დაგკაწრონ,

დიდი ცხოვრების გზაზე გაგიყვან,

მერე შენ იცი, 

ჩემო ვაჟკაცო!


მე შენ გასწავლი რუსთველის სტრიქონს,

და დაგაფიცებ გელათს, ვარძიას,

ეს ჩემი ლექსი, გული და სითბო,

ალალი იყოს,

შენთვის, პაწიავ!

 

ლექსები დედაზე  • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე