პირველი შემთხვევა
გახდა ტაძარი და წმინდა მღვიმე. ბავშვს არ აკლებდნენ სითბოს და ალერსს, როგორც ერთადერთ ნუგეშს და იმედს. და ცახცახებდეს სკა დაშუშხული, ყმაწვილის სულიც ასე მოწამლეს კვამლივით შავი მწარე ჩურჩულით: და ბავშვის სული ისე აფუტკნა კვამლივით მწარე ფიორა სიტყვამ სახლი კი გავდა აშლილ საფუტკრეს სადაც წარსული თაფლივით იდგა... და, ვერც ავხსენი დღემდე სრულებით, - შე დალოცვილო, თუ ღმერთმა შეგქმნა, ეშმას რატომღა ემსახურები? და მისი ფიქრი ვერ იკელაპტრებს, სიკეთის ბავშვურ რწმენას დაკარგავს, რითაც დაკარგავს თითქმის ყველაფერს. რას არ მოითხოვს უკმაყოფილო, აიზღარბება ყმაწვილის სულში რაღაც ტლანქი და პირველყოფილი. "დედას იპოვის და მერე მორჩა"... შეავედრებენ ღმერთს და ღვთისმშობელს ასე უდროოდ აწეწილ ოჯახს. თუ ბავშვის გაზრდას არ დავდებთ ამაგს, გამზრდელი დედა ათჯერ დედაა, გამზრდელი მამა - ათასჯერ მამა. გაგწირა მისი ხორცი და სისხლი, უცნობმა ქალმა არ მიგატოვა, გაგხადა დედა-შვილობის ღირსი. როცა იმ ქალის მონახვას ლამობ, ვინც დედობაზე გითხრა უარი რაღაც სირცხვილის და შიშის გამო. გამზრდელი არი ღმერთთან ცილობა. ბავშვის გაჩენა სიმამაცეა, მაგრამ დედობა არის გმირობა...
მეორე
ის არ მოჰყვება ფუჭ განქიქებას წყალში არ ჩაყრის ღვთაებრივ ამაგს და გამზრდელები მისთვის იქნება ნამდვილი დედა, ნამდვილი მამა. ადამიანის დათმო სიმაღლე - ადამიანად ვერ უვარგია და დედად როგორ... როგორ ივარგებს! პატიოსნება შეინარჩუნა, როგორც ნიღაბი ყალბი, ცბიერი - ფარული დარდი და მაჯლაჯუნა. სანამ არ გაზრდის, არ მიატოვებს, სულ იმას ცდილობს და იმას შიშობს, არ გააკაროს საფრთხე სათოფედ. და არა მხოლოდ გაჩენის შემდეგ, უდედოდ უნდა დავრჩენილიყავ, დედის წყალობით, სიკვდილის დღემდე. დედა-შვილობის გამხადა ღირსი - ჩემი კაცობაც მხოლოდ მისია, ცოცხალიც, მკვდარიც მისი ვარ, მისი!
მესამე
შენ კი, გოგონავ, მომე მარჯვენა და ყური მიგდე, როგორც ქირომანტს: სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას... |
ლექსები დედაზე • • • ![]() |