მათი ღიმილი სურათებმა შემოგვინახა, რა ვქნათ სიკვდილი ყველას ხვედრია; წავიდნენ, სადაც წამსვლელები ბევრი გვინახავს დაბრუნებული აღარავინ არ შეგვხვედრია. ჩვენი მამები როგორები იყვნენ ნეტავი? დედები მამის სახლში მოსვლით არ გვაშინებდნენ, მათი წვერები ჩვენს ბაგეებს აღარ ჩხვლეტავენ. ცოცხლობდნენ სიხარულით, მზით და ლექსებით და მერე მოხვდათტყვია იჩქითად... შვილებმა მამებს გულზე ღილი ვეღარ შევხსენით, მათ სადღაც სვავი მკერდთ უჩიჩქნიდათ. თუმცა ერქვათ ვალმოხდილები, მოგვაკლეს სითბო და მამურად ვერ დაგვარიგეს, ჩვენ მამის ალერსს, მე მგონია, ჩვენი შვილების თვალებში როცა ჩავიხედავთ მაშინ გავიგებთ... |
ლექსები მამაზე • • • ![]() |