ყველა ლამაზი ყვავილი დაჭკნა, ხავსი და გვიმრა მოედო საფლავს, ყვავილი დაჭკნა, ბალახი დარჩა, და შენ ბალახი გახურავს საბნად. შენი გოგონა გაზაფხულს ხატავს, შენს სკამზე ახლა მე ვზივარ, მამა, მწვადის წვეთები აწვეთავს ღადარს, - მამა, შენ გშია? - მე მშია, მამა... ჯანღი ეწვია შებოლილ ტყეებს, ქვეყანა ფიფქით აავსო ცამა. შენ ტყემლებს ხედავ? მე ვხედავ ტყემლებს - მამა, შენ გცივა? მე მცივა, მამა... |
ლექსები მამაზე • • • ![]() |