კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

... ღამეა, სარკმელს აწყდება ქარი,

და ამსხვრევს დუმილს ჩურჩული მამის.

ნეტავი რისი ბრალია, ქალო,

ბავშვი რომ ხშირად ახველებს ღამით?

ხვალ უსათუოდ მოვუტან წამალს,

ეტყობა ჰქონდა წუხელის სიცხე.

თორემ ზეგ ალბათ თავის გზით წავა,

იქ მარტოა და დარჩება ისე.

სიცივეა და ჩააცვი თბილად,

უცხო ოჯახში აკლია მოვლა,

ხომ იცი მუდამ უყვარდა ტკბილი,

ვინ იცის კიდევ როდისღა მოვა.

ეხ, როგორც იყო სწავლასაც მორჩა

და ბავშვი ახლა არ დაიკარგოს.

ცოდვაა, ქვეყნად მარტო რომ დარჩეს,

გვენახა ბარემ ის კარგი გოგო.

წასვლამდე თვითონ უთხარი რამე,

ბიჭს სახლში თქმისა რცხვენია იქნებ...

მამის თვალებში ილევა ღამე

და ღამესავით გრძელია ფიქრიც.

არ ძინავს მამას და გული მამის

დარაჯად უდგას ჩემს გულის ფეთქვას.

ეს ერთი ღამეც, ეს თეთრი ღამეც,

ხვალ ალბათ თმებზე შერჩება თეთრად.

და იყო რაღაც საოცრად მწველი

მამის ჩურჩულით გამტყდარი წამი,

და მივხვდი, ჩემი სიცოცხლის წლები

ყოფილა თურმე ჭაღარა მამის.

მივხვდი, რა იყო ოჯახზე ფიქრი,

ის თეთრი თმები და დედის კალთა.

მამას რად შეჰყვა ოთახში ფიფქი,

მე რად დავტოვე ოთახის კართან.


ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე