ამკივლა, შემაზანზარა, შევკრთი ორპირი შეთქმული, ჩემს სახატესთან დამდგარა მამა ჭაღარაშერთული. მხრებზე დამაწყო ხელები, ავკვლევ, მიწისფრად გავშრები, ვის ხატებს მიეფერები შე შობელძაღლო, რას შვრები! ამწია, კედელს მიმანდო, ჩამომისწორა მაჯანი, ყელზე სიბრტყელად მიმადო სამღარიანი ხანჯალი. ხელი მკრა, იქვე მიმაგდო, აღარ გნახოვო საჯარეს. მაღალო ღმერთო, რა მომდის, ეს რა სიზმრები მტანჯავენ, სხეული გარეთ გამოვდგი, გამოვიკეტე საძვალე. |
ლექსები მამაზე • • • ![]() |