კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვინაც მასწავლა სიყვარული აღსავლ-დასავლის

და ვინც ხვალინდელ საქართველოს წვრთნის და ასწავლის,

მასწავლებელი დიდი სიბრძნის მოციქულია

იმ მასწავლებელს სხვაზე მეტი ოცი გული აქვს.


ოცივე ხვალის საკაშკაშოდ გადაიწვება,

ხვალის სინათლე არის მისი არდავიწყება.

მერხი მაღალი ტრიბუნების წინაპარია,

წიგნი კვერთხია, მომავალი დღის ლამპარია.

დიდი ცხოვრების გასაღები წიგნს აბარია.


სკოლა დიადი მომავალის პლაცდარმი არის,

აქედან მიდის ყველა ფრონტზე ადამიანი.

აქ დიდი ცოდნით საბრძოლველად იარაღდება

მდინარეებთან, ტრამალებთან, იალაღებთან.


ცოდნის გარეშე ცას ვერავინ მოითარეშებს,

მწარეზე ტკბილი არ იმყნება ცოდნის გარეშე.

ცოდნა მზე არის, კაცის სულში ჩაშუქებული,

მასწავლებლისგან გაცემული, გაჩუქებული.


მასწავლებელი ყოვლის ცოდნით არის მდიდარი,

მას არ იზიდავს სხვა სიმდიდრე არავითარი.

ტვინის ყამირზე სულ პირველი ხნულის გამვლები

სიბრძნის მთესავი მეხრე არის მასწავლებელი.


მას რაც ებადა მაგნიტივით მიგვიტაცია,

მასწავლებელი? - ყველა კაცზე დიდი კაცია.

სად ვივარგებდი სახვალიოდ, ნიჭს მისინჯავდი,

ლექსით საზომით, ინტეგრალით, მინის სინჯარით.


რადგან ოსტატო მრუდე ხისგან ძელი გამთალე,

თვალს თუ დაგაკლდეს, მე ვიქნები თქვენი სათვალე.

მუხლს თუ დაგაკლდეს, შენს ყავარჯენს მეც მიმათვალე.

მსგავსი თემები