კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

მშვენიერია დედა თბილისი,

ვით ფიროსმანის ძველი ნახატი,

ჩაქარვებული მთვარე მეტეხზე

და მტკვრის ტალღების ჩუმი ღაღადი.

მახსოვს ყმაწვილმა მისი კარები

ვით შემოვაღე ფრთხილად უცნობმა

და განთიადზე ნაზი სურნელი

შემომაგება ვარდისფურცლობამ.

მოწამებრივი შარავანდედით

განათებული იდგა მთაწმინდა,

ნარიყალიდან დედა ქართვლისა

გაღიმებული სასმისს მაწვდიდა.

ამ სახილველით გაოგნებული

და მონუსხული ვიდექ ყარიბი,

მაშინ მივხვდი, რომ მის სილამაზეს

კუბოს კარამდე შევიყვარებდი.

მიიქოჩრება მტკვარი დუდუნით

და დღე გასული ახლით იცვლება,

მუდამ, თბილისში როცა ვბრუნდები,

ჩემში იღვიძებს ის განცვიფრება.

ვაი, რომ ღმერთმა ყველას ამ ქვეყნად

მცირე ხნით გვარგო ყოფნა მდგმურებად,

თორემ მე აბა, ვით მომწყინდება

ჩემი თბილისის ზეცის ყურება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

მსგავსი თემები