გათენებისას მერძევე მოვა, მას გაეღება პირველად კარი... გაიშრიალებს ოთახში ყანა, ოქროს ეჟვნებით წკრიალებს მტკვარი.
მოფრიალებენ ტყემლის აფრები, და ფიროსმანი დუქანში ჰხატავს ჭიქა არაყზე ფრინველს გაფრენილს.
ვიცი, თბილისი ჰხვდება განთიადს, ღრუბლებს ჰკიდიათ იის ბუჩქები, ვიცი, რა ცეცხლიც გულში ანთია და მდიდარი ვარ დასაჩუქრებით.
მიწა, მერცხლის ფრთით შემოხაზული და სადღაც ერთი მცირე ქალაქი, ძველი საძირკვლით მიწას ჩასული... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |