მერიდიანებს დავეზიარე ზღვებით, ხმელეთით, ცისფერი ქროლვით, მაგრამ გულდაგულ სადაც ვიარე, ყველგან ვიარე თბილისის დროით.
და აღვაზევე სვეტიცხოველი. რაიც მონაგარს დაუგანძია, არის მირონის წვეთი ყოველი.
გადავიხადე ომი მრავალი, თბილისის დროით მტკივა კრწანისი დიდი წარსული და მომავალი.
მოცხუნებული ახლოს თუ შორით, დიდი სამრეკლო მოძმეთა ერთა ვაშენე ჩემი თბილისის დროით.
ახასხასდება ზურმუხტის წნორით, სადაც ინებო, დაგელოდები, დაგელოდები თბილისის დროით! |