თბილისი - ჩემი ღვინის ჭიქაა, მუხამბაზებით, ატმით, მაჯამით... ხმელეთის გულის სითბო შიგა აქვს... თბილისი - მარჯნის ვარსკვლავთა ჯამი!
ყოველი სიტყვა ნაკვერცხალია, იოლად როგორ გამოვექცევი, საუკუნეთა ნაკოცნარია!
დიდება მისი როგორ დაიყოს? ხომ უმაღლესი ნარიყალისა, პატარა კახის გმირობა იყო!
და მის ღაღადისს აგებულს ხმალზე... გინდ ბულბულთ ურდო შემომისიონ, არ გავცვლი მტკვარის ჭაღარა ხმაზე...
მშვენიერება ღიმით სეირნობს, აქ, უკვდავება ვარდში სურნელობს და არა ჰყვავის სათვალსეიროდ.
აივნებს კიდევ შემორჩენიათ. თითქოს იქ, ვიღაც სევდით მიმელის, ავად არის და ვერ მორჩენილა!..
შენი ხოხბისთვის არ მიდევნია? ატმის და ნუშის ყვავილთა ბოლი ჩემი გულიდან ამიდენია!
ახლად გაგიხსნი ბესიკის წყლულებს; ვკოცნი ძველ ბაღებს, რომ ვხედავ ცხადად , ბესიკის ლექსით ამოკირწყლულებს...
და მაინც ისევ შენ მოგიწყურებ... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |