კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

თბილისი - ჩემი ლურჯი სიზმარი, ჩაჟანგებული მთები თუჯების,

ათასწლოვანი ზღუდე-ბურჯები, ბუდე ხოხბების და ფასკუნჯების...

თბილისი - მეფე ვახტანგის სახლი, სინათლე ჩვენი ჩალისფერ დროშის,

ლურჯ ბალახებზე მიმობნეული თვალ-მარგალიტი თამარის ქოშის...

თბილისი - მეფეთ-მეფე დავითის ყოვლისმჭვრეტელი თვალი არწივის,

სულში შხამივით ჩაგუბებული ადუღებული სევდა კრწანისის...

თბილისი - ჩემი დამწვარი გული და ფენიქსივით ისევ აღმდგარი,

უსპტაკესი ფერფლი წარსულის, მარადი ხსოვნის ღირსი რაც არი...

თბილისი - ჩვენი წმინდა სიონი, განათებული მადლით განგების,

მამა-პაპათა კურთხეულ ხელით საშვილიშვილოდ მკვიდრად ნაგები...

სიმტკიცე ერის დაუძლეველი, ბაგრატოვანთა უდრეკი ტახტი,

სამშობლოს სული პატიოსანი, ნათელმოსილი მაცხოვრის ხატი...

თამარ დედოფლის ლურჯი თვალების ნახი ციაგით დამშვენებული,

ჩვენი ცხოვრების ციხე-ქალაქი, ხმლითა და ლოცვით აშენებული...

თბილისი - გული დაუცხრომელი, სატახტო ჩემი საქართველოსი,

გარს შემორტყმული მწვანე ბაღებით და მობიბინე რბილი მდელოთი...

ჩემი სუნთქვაა და ჟრუანტელი, ბუდე ხოხბების და ფასკუნჯების,

ქვაზე მოჭრილი ლურჯი ლექსები, ჩაჟანგებული მთები თუჯების...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები