დილით კვირადღეობით, როცა ქალაქს სძინავს, აზრიალებს მთელ უბანს "ყვავილების მიწა". აივსება ქალაქი, როგორც ვეებერთელა ყვავილების კალათი. ჩვენი ლამაზმანები, ყვავილების ქოთნებით დამშვენდება ბანები. ყვავილების მიწა, გოგოებო იყიდეთ ყვავილების მიწა. მაგ ყვირილზე გიცან ცოცხალი ხარ კიდევა შინდისელო ბიძავ. როგორც ძველი ნახმლევი, ყანწებივით ქუჩები ქოთნებივით სახლები. თავის ციებ-ცხელებით, თავის მაწვნის ქილებით, სახედრებით, ცხენებით... არ ვინაღვლი, ვფიცავ, მოვიდოდე ოღონდაც ყვავილების მიწად. დამატარონ მკვირცხლად, გოგონებმა მიყიდონ ყვავილების მიწად. ჩვენი ლამაზმანები ყვავილის ქოთნებივით დამშვენდება ბანები. ყვავილების მიწა, გოგოებო იყიდეთ ყვავილების მიწა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |