კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 ქალმა უნდა შეადგინოს ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი და მის მიხედვით განსაზღვროს ჩასახვისათვის ხელსაყრელი დღეები (მკურნალი ექიმის დახმარებით).


 ჩასახვისათვის ხელსაყრელ დღეების პერიოდში, სქესობრივი აქტი ქონდეს დღეში ერთხელ.


 არ ისარგებლოს სქესობრივი აქტის დროს არავითარი საშუალებებით (კრემები, ლუბრიკანტები და სხვა საპოხი საშუალებები).
 

 ორივე პარტნიორმა დაიცვას ბალანსი როგორც შრომაში, ასევე დასვენებაში. არ გადაიღალოს.


 პარტნიორებმა თავი უნდა აარიდონ ჩასახვის პერიოდში ნარკოტიკს, ალკოჰოლსა და თამბაქოს.


 პარტნიორი უნდა მოერიდოს ძალიან ვიწრო ქვედა საცვალის ჩაცმას, ცხელი აბაზანის მიღებას, საუნაში ვიზიტს, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებენ სპერმატოგენეზზე.


 საშვილოსნოში სპერმის რაც შეიძლება ღრმად დეპონირებისათვის, საჭიროა:
 

ზურგზე წოლა ისე, რომ პარტნიორი იყოს ზემოდან;

რაც შეიძლება ზემოთ იყოს წამოწეული მენჯი და თეძოები (შესაძლებელია გამოყენებული იქნას პატარა ბალიში);

ეკულაციის დადგომამდე, პარტნიორმა შეწყვიტოს ფრაქციები და რაც შეიძლება ღრმად შეიყვანოს სასქესო ორგანო საშოში;

პარტნიორის სასქესო ორგანოს გამოღება მოხდეს რაც შეიძლება ნელა;

ამის შემდეგ, სასურველია მუხლების მოხრა, რაც შეიძლება ახლოს  მკერდთან მიტანა და ასეთ მდგომარეობაში 15-30 წთ -ის გატარება;

სასურველია ქალმა სქესობრივი აქტის შემდეგ თავი შეიკავოს მოშარდვისაგან (30 წუთი მაინც);

სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ ქალი დარჩეს საწოლში 30-40 წთ -ის განმავლობაში;

 

ჩასახვის შემდეგ სასურველია:

 გამოირიცხოს ყოველგვარი სტრესული სიტუაცია;


 აუცილებელია საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება;


 თუ არ არსებობს უკუჩვენება, ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები;


 სრულფასოვანი კვება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება;


 რეკომენდებულია დღეში ერთი ჭიქა იოგურტის მიღება;


 გამოირიცხოს გადახურება (საუნა, ცხელი შხაპი), ასევე გაცივება;


 ორჯერ დღეში, ერთი საათის განმავლობაში მარცხენა მხარეს წამოწოლა (ხელს უწყობს კუჭის მოქმედების გაუმჯობესებას); არაუმეტეს 2 საათის განმავლობაში სასარგებლოა ზურგზე წოლა;


 შარდის ბუშტის ხშირი დაცლა (სავსე შარდის ბუშტი ახდენს საშვილოსნოს შეკუმშვის პროვოცირებას);


 შინაურ ცხოველებთან კონტაქტის თავის არიდება (არის ტოქსოპლაზმოზით დასნებოვნების რისკი);


 კომპიუტერთან კვირაში არაუმეტეს 20 საათის გატარება;


 ექიმ-გინეკოლოგთან შეთანხმება ნებისმიერი სახის მედიკამენტის მიღების წინ;


 საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მგზავრობაზე თავის არიდება;


 ყოველდღიურად აწონა და არტერიული წნევის გაზომვა;


 სწორი სქესობრივი ურთიერთობები ბავშვის ჩასახვის შემდეგ (ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში): იხილეთ ვრცლად:

ორსულობა და სექსი (კომპლექსური სახელმძღვანელო)

 გადაიხედოს ოჯახური, სამედიცინო ანამნეზი (ავადმყოფობის ისტორია), ხომ არა ქონია ადგილი რამე მემკვიდროებით დაავადებას;


 მუდმივი მზადყოფნა, რათ დროულად იქნას გამოცნობილი ყველა შესაძლო სიმპტომი, რაც შეიძლება დაემუქროს ორსულობას (ტკივილი მუცლის ქვედა არეში, საშოდან სისხლოვანი ჩამონაშალი, სხეულის მომატებული ტემპერატურა და სხვა);

მომავალი დედებისთვის

საკვების მიღების გეგმა - ფეხმძიმობის დროს სასურველია დღეში დაახლოებით 300 დამატებითი კალორიის მიღება. დამატებითი საკვების მიღება მიზანშეწონილია მცირე პორციებით, მთელი დღის განმავლობაში.

დედებმა, რომლებიც დაავადებული არიან შაქრიანი დიაბეტით, აუცილებლად კორექტირება უნდა შეიტანონ ინსულინის დოზაში.

საკვების შემადგენლობა - აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლების მიღება, რაც უხვადაა ხილში, ბოსტნეულში, უცხიმო რძის პროდუქტებში, უცხიმო ხორცში, რომლებიც შეიცავს მომავალი პატარისთვის აუცილებელ ცილებსა და მინერალურ ნივთიერებებს.

ბავშვის განვითარებაში დეფექტების (განსაკუთრებით ნერვიული მილის) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დღეში 400 მგრ ფოლიუმის მჟავა, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულთან, ან ფორთოხლის წვენთან ერთად.

თუ ხილი და ბოსტნეული არ არის ხელმისაწვდომი, შესაძლებელია  ვიტამინის პრეპარატების მიღება.

წონაში მომატება - ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროს აუცილებელია 11-16 კგ-ის მომატება - თუ ქალი გამხდარია, და უფრო ნაკლები - თუ ქალი მსუქანია.

ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს წონის მომატებას და არა კალორიების გამოთვლას.

მედიკამენტები - მთელმა რიგმა მედიკამენტებმა შეიძლება ნაყოფის განვითარების პათოლოგია გამოიწვიოს (მაგალითად კრუნჩხვის და ფერისმჭამელების საწინააღმდეგო პრეპარატებმა).

ბავშვისთვის ასევე მავნებელია ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და ანალგეტიკი.

ამიტომ შეათანხმეთ ყველა მედიკამენტი თქვენს ექიმ-გინეკოლოგთან და ყურადღებით გაეცანით წამლის ინსტრუქციებს.

კოფეინი - ფეხმძიმობის დროს სისხლის მოცულობა ორჯერ იმატებს. კოფეინის დიდი რაოდენობა კი იწვევს წყლის დანაკარგს მაშინ, როცა ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება.

ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა ურთიერთკავშირი კოფეინის დიდ რაოდენობასა და ახალდაბადებულის მცირე მასას შორის.

ალკოჰოლი - ალკოჰოლის მავნელობაზე ბევრი საუბარი არ არის საჭირო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი დოზის გადაჭარბებამ, შეიძლება მომავალი პატარას სახისა და გულის პათოლოგია, ჭკუასუსტობა და სხვა დეფექტები გამოიწვიოს.

თამბაქო - ძალიან მავნებელია თამბაქოც, ფეხძიმობის პერიოდში მასზე უარის თქმა უბრალოდ აუცილებელია.

ახალდაბადებულის ძალიან მცირე მასის მიზეზებიდან, 25% - ზე მეტი თამბაქოს ბოლზე მოდის. თამბაქომ  შესაძლებელია მუცლის მოშლა, ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

სტრესი - აუცილებელია სტრესულ სიტუაციებზე თავის არიდება. როგორც ქრონიკულმა, ასევე უეცარმა, ძლიერმა სტრესმა, კორტიზოლის დონის მომატების გამო, ასევე შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

ამიტომ, შესაძლებლობების ფარგლებში სტრესისთვის თავის არიდება ძალიან მნიშვნელოვანია.

ორსულობის კალენდარი
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
                   
11 12 13 14 15 16 17 18 19 20
                   
21 22 23 24 25 26 27 28 29 30
                   
31 32 33 34 35 36 37 39 39 40

 

ოხილეთ: ყველაფერი ორსულობის შესახებ

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე