კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

შემდეგი ორმარცვლიანი სიტყვების ჯგუფია: „სკამი“ და „ქვაბი“. ამ შემთხვევაში ვამეორებინებთ სიტყვებს „სკასა“ და „ქვას“. გამეორების შემდეგ ბავშვები ადვილად გამოიცნობენ ახალი სიტყვებს უკვე ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათების დახმარებით.
პროცედურა ნაცნობი მეთოდით წარიმართება:

პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს სკამისა და ქვაბის გამოსახულებას და ეკითხება მათ, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ დახატულია 3 სკამი: ერთი კომპიუტერთან სამუშაო, მეორე საბავშვო და მესამეც - სასტუმრო. შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „სკამი“ და განუმარტავს მათ (ან მისცემს მათ გამოცნობის საშუალებას), რომ აქ წერია სიტყვა „სკამი“.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია სკამი; იქ წერია სკამი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი სურათებზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია კომპიუტერის, საბავშვო და სასტუმრო ოთახის სკამები; დაფაზე გაკრულია სკამების სურათები. პედაგოგი უდასტურებს, დიახ, დაფაზე გაკრულია  „სკამის“ სურათები, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა სკამი“.

სკამი

 

სკამი

 

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

„სკამის“ გაცნობის შემდეგ ბავშვებს ქვაბზე ვესაუბრებით და ვეცდებით, რომ თვითონვე გამოიცნონ ახალი სიტყვის დაწერილი ვარიანტი.

ამის შემდეგ პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ქვაბის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ქვაბი; დაფაზე გაკრულია სურათი ქვაბის გამოსახულებით; ეს არის ქვაბი; წიგნშიც ბუხარში დადგმული ქვაბია გამოსახული... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ქვაბი“ და დაადასტურებინებს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ქვაბი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი „ქვაბის“  გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ისევ ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ქვაბი; დაფაზე წერია ქვაბი; წიგნშიც წერია ქვაბი.

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ქვაბის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ქვაბი; დაფაზე გაკრულია ქვაბის სურათი; წიგნში ხატია ორი სხვადასხვა ქვაბი...

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ქვაბი“ ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ქვაბი“.

ბავშვებო, ოჯახში თქვენს დედიკოებს და ბებიკოებს აქვთ ქვაბები, ხომ? იცით, ქვაბს რა დანიშნულება აქვს?

ჩემს ბებიას სოფელში ზუსტად ასეთი ქვაბი ჰქონდა ბუხარში სამფეხაზე შემომდგარი; ქვაბში საჭმელს აკეთებენ, ფაფას ადუღებენ; ქვაბში, ჩემი დედიკო ტორტის ბისკვიტსაც კი აკეთებს...

პროცედურის მსვლელობის დროს მასწავლებელი ბავშვებს გაამეორებინებს წინა მეცადინეობაზე ნასწავლ სიტყვებს: კუდს, კუჭსა და კუზს.

ქვაბი

 

ქვაბი

მსგავსი თემები