თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთხელ პატარა ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა, მდინარის პირას მიადგა, წყურვილის მოკვლა რომ ჰსურდა.
საჭირბოროტოდ კრავისა, დაძუნძულებდა პირღია მგელი, მსურველი ავისა.
რადგან ჩიჩია უყვარდა, გამოიგონა შარები და საცოდავ კრავს მივარდა.
აქ როგორა სვამ წყალსაო, რომ აღარ დასდევ კანონებს და აღარც სამართალსაო?
შიგ ჰყოფ ტუჩს უწმინდურსაო! წყალს მიმღვრევ, აღარად მაგდებ, აღარც კი იბერტყ ყურსაო!
რას მერჩით მე საწყალსაო? თქვენ ზევითა ხართ - მე ქვევით, როგორ აგიმღვრევთ წყალსაო?
ნუ წაგიგდია ენაო! შარშანწინდელიც კი მახსოვს შენგან ბრიყვული წყენაო!
შარშანწინ როგორ მნახეო? - მაშ, ძმა ყოფილა ის შენი, მიტომ მიგიგავს სახეო!
ტყვილა რადა მდებ ბრალსაო? - შენი მოგვარე ხომ იყო? გადახდა უნდა ვალსაო!
ხმა ჩაიკმინდე, ჩქარაო! შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო! -
ტყეში წაიღო საწყალი. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი? |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |