თარგმანი აკაკი წერეთლისა
ბუზმა ლომი გაიწვია საჭიდაო მოედანზე, გაეცინა ლომს... შეხედა და თავისთვის მიწვა განზე.
ტრიალებდა, როგორც ჯარა, - ხან აქ ეცა, ხან იქ ეცა პაწაწინა მეტიჩარა:
აქ მოედნის პირასაო, ქამანდებს რომ ზედ მოგაყრი, გადაგიყვან ყირასაო!”
“რა თავს იგდებს სულელიო? ცოდვას აუტორებია სიკვდილისა მსურველიო!”
მაგრამ ბუზმა არ აცალა, უცბათ ცხვირში შეუფრინდა, შეუძვრა და მიიმალა.
დამშვიდებით, ნელა - ნელა, ლომს მით თავბრუ დაახვია და თვალები დაუბნელა.
ხან ხტოდა და ხან გორავდა, ბუზი მაინც ვერ გადევნა, ტყვილად ცხვირ-პირს იტორავდა.
სიმწრით მისი დაემართა, ბოლოს გული შეუწუხდა და მიწაზედ გაიშხლართა.
და ლომი რომ ისე ნახა, “მე გახლავარ ფალავანი!” სიამაყით დაიძახა.
მოინდომა თავის ქება, მაგრამ გზაში ქსელი დახვდა და უეცრად შიგ გაება.
დაიჭირა ცოდვის შვილი, და მაშინ კი სხვა კილოზე მორთო ბუზმაც იქ ბზუილი. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |