თარგმანი აკაკი წერეთლისა
დამშეული კუდა - მელა ვენახში მიიპარება... მიცუნცულებს ნელა - ნელა, ღობე - ყორეს ეფარება.
მაგრამ აზრი კი წაუხდა: ბაღი იყო სულ მაღლარი და დაბლარი არ დაუხვდა.
მიმწიფებულ - მინაბდული, დაუღო მას წუწკმა ხახა, აუძგერდა მსუნაგს გული.
იგრიხება, იწურება... აქეთ - იქით დატრიალებს, თვალებს სისხლით აბრიალებს.
ნდომის ნერწყვი პირს ადგება, კბილები მთლად აექავა, მაგრამ მაღლა ხომ ვერ გავა?
დაიქანცა, დაიღალა, მაგრამ აღარ გამოადგა აღარც ხერხი, აღარც ძალა.
მაგრამ აღარ გაიტეხა კუდიანმა ვითომ გული და ურცხვად ეს დაიკვეხა:
გეფიცებით შვილებსაო: მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო!“ |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |