კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

- ხატაეთის მეფეს მოციქული მივუგზავნე, მივსწერე: ღმერთმა ძლიერება ნუ მოაკლოს ინდოეთის ხელმწიფეს! თვითონ იცით, მისი ერთგული და გამგონე "გაძღების ყოველი სული მშიერი”, ხოლო ვინც უორგულებს და ურჩობას გაუწევს, სანანებელი შეექნება-მეთქი.


"ჩვენნო ძმანნო და პატრონნო, თქვენგან არ გავიმწარებით,

ესე რა ჰნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;

თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.

და სჯობს, რომე გვნახნეთ, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით".


- მოციქული რომ გავისტუმრე, გულს უფრო მომეფონა, შვება ვიგრძენი. პასუხის მომლოდინე სამეფო დარბაზს ტოლებში ვნადიმობდი, დროს ვატარებდი. დავწყნარდი, რახან "დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები”.

ველად გაჭრას აღარ ვეპირებოდი, მაგრამ სურვილთა მოზღვავება ზოგჯერ ლხინს მაინც ჩამამწარებდა ხოლმე და სევდა რომ შემომაწვებოდა, წუთისოფლის გმობას მოვყვებოდი. მერედა რა ტყუილუბრალოდ! ბედნიერი ხომ მაშინ ვიყავი:


"მაშინ სოფელმან საწუთრომ მიუხვის, რაცა ვინები,

აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები”.

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები