კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მელმან წერო იწვია. ოსპი შეუგბო და სპილენძის თეფშზე დაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. მელი ენით სთქლაფევდა და წერო რას შესჭამდა თეფშზე? თითო-თითოს თუ აიღებდა. 

მეორეს დღეს წერომ იწვია მელი და მუხუდო შეუგბო და პირვიწროს ქოთანში ჩაუსხა. ორთავ ჭამა დაუწყეს. წერომ ნისკარტი ჩაყო და ჭამა დაუწყო და მელმან ტუჩი ვერ ჩასტია. რასა სჭამდა? იწყინა მელმან, გაუმტერდა და შეამყრალა. წეროს ეწყინა და თვალთა შეასკინტლა. 

ანუ მათი სიტკბო და წვეულება რა იყო, ანუ რისხვა და მტერობა?

სასკოლო ლიტერატურა • • •  სულხან-საბა ორბელიანი - იგავ არაკები • • •  სიბრძნე სიცრუისა/იგავ-არაკები

მსგავსი თემები