კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

- რა გვეთქმის, მოძმენი ვერ დაგემდურებით, - უთხრა ავთანდილმა ფრიდონს: - ჯან-ღონით სავსე ხარ, არა გტკივა რა, და გალომებული მკლავის მოიმედე "სთათბირობ ძნელთა თათბირთა, ხიფათს არ უფრთხი.

მაგრამ, აბა, ყური მიაპყარ, რა ახლო-ახლოს ისმის გუშაგთა ძახილი!

ნუ გგონია, შეუმჩნევლად გადახვიდე, აბჯრის ჩხარუნს გაიგონებენ და თოკს გადაგიჭრიან, მაშინ ხომ ყველაფერმა ფუჭად ჩაგიარა?! არა, ეგ რჩევა არ გამოგვადგება, საქმეს სხვარიგად უნდ ვუშველოთ.


"სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა,

ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,

სავაჭროთა შევეკაზმვი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა,

და ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა."


კარგად იცით, ისინი ქალაქს შემავალ მგზავრს არ იჭერენ. სჯობია, თქვენ აქ სადმე უჩინარ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად მოვეკაზმებ და თავს მოტყუებით შევაპარებ.

მარტო უნდა წავიდე, სამივე რომ ერთად გვნახონ, ვაითუ განზრახვას მიგვიხვდნენ.

იარაღს და აბჯარს უჩუმრად ერთ ჯორს ავკიდებ და რა შევალ, მალულად ავისხამ.

ღმერთმა ქნას, "უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები! გარეთ ლაშქარს თქვენ ეკვეთეთ "ყოველნი მსგავსად გმირისად, შიგნითა მცველთ თვითონაც ადვილად გავუმკლავდები.

რაც რამ კლიტეა, დავლეწავ და კარებს გავაღებ, ვერაფერი დამიმაგრდება! მე ეს მირჩევია და, თუ რამ სხვა სჯობდეს, თავად ბრძანეთ:


"შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,

თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად;

კართა გავახვამ, მომართეთ, კივილი გესმას ხშირი სად.

და თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად".

სასკოლო ლიტერატურა • • •  ვეფხისტყაოსნის შინაარსი • • •  ვეფხისტყაოსანი / შინაარსი

მსგავსი თემები