თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთხელ სპილოს საჩვენებლად ქუჩა-ქუჩა ატარებდნენ, ამ საკვირველ სანახავით მაყურებელს ახარებდნენ.
ყველა ისე შეაშინა, მაგრამ უცებ საიდანღაც გამოუხტა ერთი ფინა.
გაწიწმატდა და გამწარდა შეუღრინა, შეუყეფა მაგრამ ზედ კი ვერ მივარდა.
უნდა გითხრა, მებრალები! ვერ ხედავ, რომ ყურსა არ გიგდებს და ტყუილად რად იღლები?
რომ არ მაქცევს ყურადღებას თვარა, ეს რომ არ ვიცოდე, გავუბედავ განა ყეფას?!
ასე ყეფით რომ მივსდიო? ვინც შემხედავს, ასე იტყვის: მარჯვეა და გულადიო!“ |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |