თარგმანი აკაკი წერეთლისა
შევარდენმა, მაღლა მფრენმა, ხის წვეროში მატლი ნახა, გაუკვირდა: „საიდან სადო?“ და დაცინვით გადმოსძახა:
ამოსულხარ ამ სიშორეს? მანამდე კი დაცოცავდი, ედებოდი ღობე-ყორეს.
უნდა იყო მარად ფრთხილად; ქარმა თუ შტო შეარხია, გადაგისვრის ძირს ადვილად“.
ხუმრობა და ეგ სიცილი; მაგარი გაქვს რადგან ფრთები და ნავარდობ კმაყოფილი.
საგულესაც მაქვს მე გული და პატარა მაგარ შტოზე მარჯვედა ვარ მიტმასნული“.
სხვაგვარადაც, სულ სხვა წესით: ერთი ადის შევარდნის ფრთით და მეორე ცოცვა-ქლესით. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |