თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთხელ ცოდვამ აატროვა თვალშემდგარი ბეცი ვირი და მგზავრობა მოინდომა გადიკიდა ჭირზე ჭირი.
გზას აგნებდა საცოდავი, მაგრამ როცა კი დაღამდა, უტეხ ტყეში შერგო თავი.
ვეღარაფერს ვერ ხედავდა, აკანკალდა, შიშით ბიჯის გადადგმასაც ვერ ბედავდა.
და აღუთქვა წინამძღვრობა, ზურგს შეაჯდა, გზა უჩვენა, გაუწია მეგობრობა.
ოღრო-ჩოღრო ააცდინა, მთელი ღამე დადიოდნენ, არც ერთმა არ დაიძინა.
უკეთესად იყურება და მზის სხივებს რომ შეხედავს, თვალის ჩინი მთლად უქრება?
დაეკარგა ხედვის ძალა, მაგრამ ბუმ კი, მეტიჩრობით მაინც აღარ დაიშალა.
ვითომ დღითაც სწორმხედველი! უძახოდა: „აქ კლდე არის, აქ ჭაობი და აქ ველი!
ტყლაპო არის, არ იქნება!..“ მაგრამ თურმე მარჯვნით იყო ტყლაპო და შიგ გახდა ტვლეპა. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |