თარგმანი აკაკი წერეთლისა
ცხოვრობდა ერთი საწყალი კაცი, არაფრის მცოდნე, ძუნწი, ზარმაცი, თითქმის არც სჭამდა, არც არას სვამდა და სამოწყალო გლახაკსა ჰგავდა.
მაგრამ იმავ დროს ბედი სწყალობდა: ერთი მისთანა დედალი ჰყავდა, რომ ის სხვა ქათმებს აღარა ჰგავდა!
ოქროს კვერცხს სდებდა ყოველდღე დილას, რაღა უნდოდა პატრონს იმ წყეულს? მაგრამ გააძღებ განა ხარბის გულს?
ოქროს კვერცხებს სდებს, მაგრამ სვამს და სჭამს. ეს სულ არჯია, ანგარიშიო, ამის ჯავრი მაქვს მე და შიშიო!
და სჯობს ჩავიგდო ერთად ხელშიო!“ დაჰკლა, გაფატრა ძუნწმა დედალი, მაგრამ წელები დაურჩა მყრალი. |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |