კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

თარგმანი აკაკი წერეთლისა

ივანე კრილოვი - ვირი

გლეხკაცს ერთი ვირი ჰყავდა,

კარგი ვირის პირობაზე,

უვლიდა და იურვებდა

ყოველ კვირის კვირობაზე.


რომ სთქვას კაცმა, ღირსიც იყო,

პატრონს მისთვის რომ მოევლო,

ოჯახისთვის კარგი იყო,

ყველაფერში სასარგებლო.


არაფერს არ უარობდა,

გამრჯე იყო ის საწყალი,

ხან წისქვილში დადიოდა,

ხან მოჰქონდა შეშა, წყალი.


პატრონმა სთქვა ერთხელ: „ამ ვირს,

ჩემს სახედარს და საბარგოს,

ყელზე ზარას ჩამოვკიდებ,

რომ შორს აღარ დამეკარგოს“.


სთქვა და კიდეც აასრულა,

ვირსაც ჯილდო მოეწონა,

რადგანაც მას ორდენებზე

ბევრი რამე გაეგონა.


გადიდკაცდა, გაამაყდა,

გაიბერა ყურპანტურა,

მაგრამ ბედი კი იმ დღიდან

იმ სულელმა დაიმდურა.


ადრე ჩუმად სხვის ბაღსა და

მინდვრებში რომ დადიოდა,

ვერავინ ვერ ტყობილობდა

და არცა ვინ რას ერჩოდა.


და ახლა კი ზარის ხმაზე, 

სადაც ნახეს, დაიჭირეს,

მიაყოლეს ქვა და კეტი,

დასცხეს ზურგში, აატირეს!


აიბუეს საცოდავი,

მშველელი რომ აღარ ჰყავდა,

ჩამოყარა ძირს ყურები

და სიმშილით გაძვალტყავდა.

 

საბავშვო ლექსები  • • •   კრილოვის იგავ-არაკები  • • •   ივანე კრილოვი - იგავ-არაკები

მსგავსი თემები