თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთმა ვინმემ აუზებში წვრილი თევზი გააჩინა: ღორჯო, ჩხამა, თევზ-ნაფოტა, გველანა და კაპარჭინა.
არ ნახულა სხვაგან ბინა; აქ მოშენდენ და გამრავლდენ, მაგრამ მარტო სულ ჭიჭყინა.
არ ენახათ - არ იცოდნენ! უზრუნველად, უშფოთველად ცურავდნენ და მაღლა ხტოდენ.
რარაც ფიქრმა გაუარა: ოციოდე ქარყლაპია იმავ ტბაში გადაყარა.
„ეს რა ჰქენი, ძამიაო? არ იცი, რომ ქარყლაპია არის თევზის ჭამიაო?
იმისთანა დღე თქვენს მტერსო: სულ ჩაყლაპავს, სანაშენოდ არ დასტოვებს არც ერთ ღერსო!“
„კარგად ვიცი მე ყველაო, მაგრამ ვინ გითხრა, რომ მე მსურს დახმარება და შველაო?“
ბნელი არის და უძირო, და მიტომაც მისი ქცევა როდი უნდა გაიკვირო! |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |