თარგმანი აკაკი წერეთლისა
ერთხელ მხეცებმა დათვი მეფუტკრედ დააყენეს. თაფლის წუწკი რომ იყო, ის აღარ მოუხსენეს.
არ მიიღეს... გაყარეს და სკები, სავსე თაფლით, დათუნას მიაბარეს.
მოურავი მისთანა, რომ თაფლი, რაც კი ნახა, სოროში გადიტანა.
მისცეს ის სამართალში. მსაჯულებიც სასტიკად ჩაუდგენ საწყალს კვალში.
პირმყრალი და პირროში: თითქმის მთელი ზამთრობით ჩაამწყვდიეს სოროში.
საცოდავი დათუნა, სიმართლით განაჩენი რომ ვეღარ დაიწუნა.
სადაც ვერვინ ნახავდა და ჯავრის გასაქრობად თაფლიან ფეხს სლაქავდა! |
საბავშვო ლექსები • • • • • • ივანე კრილოვი - იგავ-არაკები |