კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ქვრივ დედას ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა. წამოიზარდა ვაჟი, დავაჟკაცდა და ერთი ლამაზი გოგონა შეუყვარდა.

ქალს მაინცდამაინც არ მოსწონდა ყმაწვილი და, თავიდან რომ მოეშორებინა, უთხრა: - დედაშენზე მეტად თუ გიყვარვარ, წამოგყვები ცოლად, თუ არადა - არაო! ამოართვი დედაშენს გული და ცოცხლად-ცოცხალი მოიტანეო!

არ დაფიქრებულა მიჯნურობის ალში გახვეული ვაჟი. არც აცია, არც აცხელა, მძინარე დედას გული ამოართვა და გააქანა ცხელი, ათახთახებული გული თავის სატრფოსთან.

ისეთი თავგამეტებით მირბოდა, რომ თვალები აუჭრელდა, წამოჰკრა ფეხი ქვას და ორივე ხელით მიწას დაასკდა.

დედის გული მძიმედ დაეცა მიწაზე...

დაიკვნესა დედის გულმა და შვილს შესძახა: - ვაიმე, შვილო, მოგიკვდეს დედა, ხომ არაფერი გეტკინაო?

ვაჟი გონს მოვიდა, საშინელი ბოღმა მოაწვა, მიიჭრა სატრფოსთან და ისეთი გამეტებით ჰკრა გულზე დედის ცხელი გული, რომ იქვე სული გააცხებინა: ეს ჩემი დედის ცოცხალი გული და ესეც შენი სიკვდილიო!

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  ქართული ხალხური ზღაპრები • • •  ქართული ხალხური ზღაპრები

მსგავსი თემები