კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მიხეილ ჯავახიშვილის 10 მცნება, რომელიც საკუთარ ქალიშვილს მიწერა:

1) შენ ხარ მარადიული განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

2) შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი შენი პირადი მეგობარი.

3) ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, მას ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

4) მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

5) მაინც მუდმივ შენი თავის იმედი იქონიე, ისე იცხოვრე ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.

6) განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.

7) გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა ცუღლუტობაა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავენ.

8) სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს დაუჯერე ყველაფერი, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

9) თავმოყვარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

10) ბოლოს და ბოლოს ყოველივეს სჯობია სამი რამ: პირველი შრომა, მეორე შრომა და მესამე შრომა.

მსგავსი თემები