კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ერთ ხშირ, დაბურულ ტყეში ლომს მშვიდად ეძინა უშიშარმა თაგვმა ტანზე გადაურბინა. ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა თაგვი.

- გამიშვი და ოდესმე მეც გამოგადგებიო, - სთხოვა მას თაგვმა.

ლომმა გულიანად გადაიხარხარა და გაუშვა.

გავიდა დრო ჩასაფრებულმა მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს. უნდოდათ, მერე მოსულიყვნენ და ცოცხალი წაეყვანათ.

მონადირეები რომ წავიდნენ, ლომმა საშინელი ღრიალი მორთო.

თაგვს შემოესმა, მიცუნცულდა, გადაღრღნა თოკი, გაათავისუფლა ლომი და უთხრა:

- გახსოვს, რომ დამცინე? ახლა ხომ ხედავ, პატარა თაგვსაც შესძლებია დიდი ლომის დახმარებაო.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

მსგავსი თემები