კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

მწვანე, ცხრათვალა გაზაფხული იდგა. თბილი ქვეყნებიდან ბულბული დაბრუნდა. ვარდის ბუჩქზე ჩამოჯდა და გალობა უნდა დაეწყო, რომ შაშვის სიმღერა მოესმა და გაჯავრდა:

- გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს, ვერ ხვდები, რომ ხელს მიშლი?

შაშვს ეწყინა, მაგრამ იფიქრა, ბულბულთან ხმა როგორ ამომეღებაო, და, დუმილი არჩია.

არაკრაკდა მგოსანი. ტყესა და ველს ისეთი ჰანგები მოჰფინა, ბალახიც კი ცრემლად დაიღვარა.

სად იყო და სად არა, ვეება მუხის კენწეროზე ყვავი შემოჯდა და გააბა და გააბა ყრანტალი, მთლად გააყრუა არემარე.

შაშვი შეშფოთდა, ბულბულმა ჩემი სიმღერა ვერ აიტანა, ამ ჩხავილზე მთლად ჭკუაზე შეიშლებაო. მაგრამ მგოსანს აინუნშიაც არ ჩაუგდია ყვანჩალას ყრანტალი, ისე შეუფერხებლად ჩაარაკრაკა თავისი შეუდარებელი საგალობელი.

მოხიბლულმა შაშვმა, რა თქმა უნდა, გაუბედავად ჰკითხა: 

- დიდო მომღერალო, საწყენად კი არ გეუბნები, მაგრამ ამიხსენი, ჩემი მოკრძალებული გალობა ხელს გიშლიდა და გამაჩუმე, იმ ყვავის გულის ამრევი ჩხავილისათვის კი ყურიც არ გითხოვებია.

- ეჰ, ჩემო დობილო, როცა შენი გალობა მესმოდა, მართლაც ხელს მიშლიდა. სხვა ხმა კი, ღმერთი გამიწყრეს, თუ გამეგონოსო.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები