კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ერთხელ ერთმა ცნობისმოყვარე ზღარბმა იარა, იარა, ცხრა მთა გადაიარა და ჟირაფს მიადგა. მანამდე ნახატებსი ყავდა ნანახი და არ სჯეროდა, მხატვრებმა გაზვიადება იციანო.

ხედავს, რას ხედავს! - ჟირაფს ცაზე აქვს თავი მიბჯენილი.

- ეს რა ამბავია! - შეშფოთდა ზღარბი, - ხიფათის დროს ამოდენა კისერს სად დამალავო?!

- შენ ვინა ხარ?! - გაოცებულმა ჟირაფმა ზევიდან გადმოხედა. არც გაეგონა, ასეთი სულიერი თუ არსებობდა (სულ ცაში თუ იყურე, ზღარბს, მაჩვს და მუდოს როგორ დაინახავ?).

- ეჰ, ჩემი ვინაობა რა საკითხავია. - დაიმორცხვა ზღარბმა.

- არა, მაგრამ... კისერი სულ არ გაქვს?

- თითქმის სულ არა.

- ფეხები? ზევიდან ფეხებიც არ გიჩანს.

- მაქვს, მაგრამ იმდენად მოკლე, ყურადღების ღირსი არაა. 

- ზურგზე რა ეკლები წამოგიხურავს, გამშვენებს გგონია? სხვადასხვა ფერისა მაინც იყოს. ალბათ, ვერც კი ხედავ, რა ბუძგი გახურავს. - ჟირაფმა თავის მოხატულ ზურგს ზევიდან დახედა.

- ვერა... - შეწუხდა ზღარბი - ხეირიანად არც კი ვიცი, ჩემს თავს რა უბედურებაა.

ამ დროს იქვე, ლელიანში ჩასაფრებულმა ვეფხვმა იღრიალა და გადმოხტა.

- დავიღუპეო! - აღმოხდა ჟირაფს და ისე აცახცახებული გაიქცა, შორს ვერ გაასწრებდა, მაგრამ ამდროს მტაცებელმა ფეხი ზღარბის ეკლებს შეახია და მსხვერპლის დევნის თავი სადღა ჰქონდა, გამწარებული კოჭლობით ბუნაგისაკენ გაბრუნდა.

მოვარდა გახარებული ჟირაფი.

- შენ მე სიცოცხლე მაჩუქე! ვინ ყოფილხარ! რა ყოფილხარ! გმირი... გმირი!..

- არა, მე ზღარბი ვარ, მაგრამ ვეფხვიც კი ისე ფეხს ვერ დამადგამს, არ ავაკოჭლოო!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები