მომიტევე მე უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ყოველნი შეცოდებანი ჩემნი - აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ვედრებითა ყოვლად წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა მარიამისათა, და წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთათა, წმიდათა მამათა და მოძღვართა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა შენთათა.
მომიტევე მე უფალო, ყოველივე რაოდენიცა რა ვსცოდე ყოველ საგრძნობელით ჩემით. დედის მუცლით ჩემითგან აქამომდე, ბუნებასა შინა და გარეშე ბუნებასა, შინა ქმნილნი: - სიტყვითნი, საქმითნი, ცნობითი, უმეცრებითნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, ღამითნი და დღისითნი, მღვიძარებითნი და მძინარებითნი ყოველ ჟამითნი და ყოველ წამითნი შეცოდებანი ჩემნი.
აღსარება
მომიტევე მე უფალო ყოველივე რაოდენიცა რა ვსცოდე:
- ამპარტავნებით: (მრავალგვარ თავმომწონეობით, გულის უმდაბლოებით, და უკადრისობით)
- ანგარებით: (ფულის მოყვარეობით; -ემეგობრება ადამიანი იუდას და ფულის ნაცვლად გამცემელ არს სულისა თვისისა)
- ავაზაკობით: (კაცთა ხდითა და ძარცვით)
- ამაოდ მეტყველებით: (უსაჭიროდ)
- არა წმინდებით: (ცოდვათა მოურიდებლობით)
- აღშფოთებით : (გაცეცხლებით, გაბრაზებით)
- აღთქმის დარღვევით: (უკეთუ აღთქმა დაგიდვია და წინაშე ღვთისა და დაარღვიე, არ აასრულე)
- ავ-თვალობით: (თვალის ცემა, ცუდის წყრომის თვალით შეხედვის)
- ამაყობით: (ჩხუბის თაობით)
- ამხანაგის დაჩაგვრით: (გაუტანლობით)
- არშიყობით
- ბოროტის სიტყვით
- ბოროტის ფიქრით
- ბოროტის სიზმრით
- ბოროტ თავ-მოყვარეობით
- ბოროტის ჩვეულებით
- ბოროტ სიტყვათა ხსომით
- ბოროტ მიზიდულობით
- ბოროტის მიგებით: (ბოროტის წილ ბოროტის მიგება თუ გიქნია)
- ბოროტის მოყვარეობით
- ბოროტის თანხმობით
- ბოროტის განკარგულებით
- ბილწი გულის- თქმით: (ხორციელთა მიმართ)
- ბილწი ამბორის ყოფით: (მრუშის გულით კოცნის)
- მბრძანებლობით: (თუ ხარ ბრძანების მოყვარე? ან თუ შენ საქმეს ერიდები და სხვას უბრძანებ?)
- ბანაობით: (თუ ბანაობის მიზეზით ცოდვა დაგმართნია)
- გაუმაძღრობით: (იგულისხმება სანოვაგეზე და ქონების შეძენაზე)
- გემოთ მოყვარეობით: (სასმელ-საჭმელის მიმართ და სიბილწეთა მიმართ)
- გულ-გრილობით: (საქმეზე ან სარწმუნოებაზე თუ ხარ)
- გულ ძვირობით
- გულის წყრომით
- გინებით; (სჯულისა, წმ. ხატთა დაზეციერთადმი, და ქვეყნიერთა კაცთა და პირუტყვთადმი)
- გამოუთქმელ ბოროტ გულის-სიტყვით: (სიწმიდეთა მიმართ)
- გლახაკთ მოძულეობით
- გარყვნილობით: (უკეთუ ქმრის ან ცოლის გარეშე ვისმე ჰყვარობ, ან უკეთუ უქმრო ან უცოლო ხარ და კანონიერი ცოლის თხოვნა არ გინდა და ისევ გარყვნილებით სცხოვრობ)
- გონება განბნევით (ლოცვასა შინა)
- გმობით: (ღმერთზე ძვირის თქმით, ანუ მართლ-მადიდებელ სარწმუნოებაზე თუ ძვირი გითქვამს)
- გულ-ფიცხელობით
- გამართობელ თამაშობებით: (უკეთუ კარტით, ნარდით და სხვა მრავალით, რომლით თუ გითამაშია)
- გლახაკთა მიუცემლობით
- გლახაკთა შეზიზღებით
- გაფიცვით: (გაბუტებით ანუ საქმის დაგდებით)
- დიდების მოყვარეობით
- დედ-მამის უპატივცემლობით
- დახსნილებით: (კეთილის უქმნებობისათვის, მიზეზად ავადმყოფობის და შეუძლებლობის მოგონებით)
- დაუჯერებლობით
- დაფოლვით: (უკეთუ ვისმეს, ყიდვა- მორიგების დროს საქმე ჩაუჩხუბე, ჩაუშალე, დააზარალე)
- დაუდევრობით: ( უკეთუ დაუდევარი ხარ შენის მოვალეობისა)
- დაცემით ძილსა შინა: (ცოდვაში ჩავარდნით)
- დაცინვით
- დავიწყებით: (უკეთუ შენ კეთილის ქმნა დაგავიწყდა, ანუ სხვისი რამ გქონდა შენ, მას დაავიწყდა და შენ არ მიეცი, ანუ ფული დავიწყებით ანუ შეცდომით მეტი გადმოაყოლა და არ დაუბრუნე)
- ეშმაკის მანქანების მოწონებით: (თვალთ- მაქცობისა და სხვა)
- ეშმაკის შთაგონების დაჯერებით (უკეთუ იწყნარებ და უჯერი შენ გულში შთასახულ ცუდ ფიქრებს, რომლის აღსრულებით ვარდებით ცოდვაში)
- ენის მიტანით; (დასმენით)
- ეკლესიის განკრახვით: ( გაცარცვით)
- ეკლესიაზე წირვაზე წაუსვლელობით
- ვერაგობით: (ბოროტის ქმნის მზადებით)
- ვალის გადაუხდელობით
- ვერცხლეულის მოყვარეობით: (ოქრო, ვერცხლი, ტანის შემკობილოიბისათვის ანუ ქონებრივად)
- ზვავობით: (ტრაბახობით)
- ზღაპართ მეტყველებით
- ზარ- დაცემით: (უკეთუ ვინმე მწარედ შეგიგინებია)
- ზავის მოუხდენლობით: (უკეთუ ჩხუბს შესწრებიხარ და გაგხარებია, ან მორიგება არ ჩამოგიგდია)
- თავხედობით: (მეტიჩრობით)
- თვლემით: (კეთილი საქმის დროს ძილის მოკიდებით)
- თვალ- დაუჭერლობით: (დამაბრკოლებელთაგან)
- თვით-რჩეულობით: (თვით თავისებური რჯულის და ჭკუის მიმდევრობით)
- თილისმობით: (მანქანებით, ანუ ბოროტ შეცოდვით)
- თამბაქოს წევით
- თავის მორთვით: (უზომოდ მის სამსახურით)
- თავ მაღლობით: (თავის დაუმდაბლებობით, ანუ უკადრისობით)
- თავის თავისა და ჭკუის დიდად მინდობით
- ეჭვიანობით (ღვთისა და მართლ-მადიდებლობაში თუ რაიმეს ეჭვობ?)
- კაცის კვლით
- კაცის დარბევით (ანუ შეუწყნარებლად დასჯით)
- კაცთა შეურაცხყოფით
- კაცთა საცდურში ჩაგდებით
- კაცთა აბუჩად აგდებით
- კაცთა მტერობით
- კაცთა ცუდი სახელის გამორქმევით: (დაძახებით, რაკა ე.ი. მახინჯო, ცოფო, უგნურო სა სხვა)
- კაცთა სამსახურიდან უმართებულოდ დათხოვნით
- კარგის წილ, მდარის შეცვლით: (საცოლესი, ანუ ყოველგვარი სავაჭროსი)
- კეთილის დავიწყებით: (საქველმოქმედო საქმიანობისათვის თუ არ ცდილოიბ)
- კეთილის საქმის უყვარობით: (მოძულეობით)
- კრულებით: (დაწყევლით კაცის შეკვრასა და განხსნაზედა: ანუ პირუტყვნი თუ შეგიკრავს? ანუ ცოლქმარნი ბოროტი მოწამლულობით ხომ არ შეგიკრავს)
- კერპთა თაყვანისცემით
- კეთილის ქმნის დარცხვენით: (უკეთუ კაცთაგან დაცინვას ან დაძრახვას მორიდებულხარ და კეთილის ქმნა დაგიტოვებია)
- კეთილის საქმის დაშლით: (უკეთუ ვინმესთვის დაგიშლია ლოცვა, მარხვა, პატიოსნება, სიმართლე, სინანული, ღვთის დიდება და ეკლესიაში წასვლა - იგი კაცი ეშმაკის მოადგილედ ითვლება, მტერი და მოღალატეა ღვთისა და იმ ადამიანისა)
- ლალვით: (კეთილ ადამიანთა დაჯაბნვით, მდევნელობით)
- ლოცვის უყვარულობით
- ლოცვის გამოტოვებით: (ეგრეთვე ლოცვაში სიტყვათა გამოტოვებით)
- ლიქვნით: (ტკბილის მეტყველებით და თავ-მოქონებით შესაცდენად დაყვავებით)
- მტაცებლობით: (სხვისი ქონებისა)
- მითვისებით რაიმე არა კუთვნილისა: (ანუ წართმევით მიბარებულისა ანუ ნათხოვარისა)
- მოუთმენლობით
- მცონარობით: (დაზარებით - რაიმეკეთილი საქმესი, ლოცვა ანუ ეკლესიაში წასვლა თუ დაგზარებია)
- მგზაკვრობით: (ცბიერებით)
- მძულვარებით: (უკეთუ სძულობ რომელსა მე კაცთა მტერთა ანუ მოყვარეთა და ტომთა ანუ ცოლ- შვიკლს ანუ ქმარ-შვილს)
- მოყვასის კეთილ წარმატებისათვის წყენით
- მრუშობით: (თვალით, გულით და ხორცით)
- მრავალ მეტყველებით
- მთვრალობით, მუცელღორობით
- მოძღვრის მოცემული კანონის დატოვებით
- მოძღვართა ზედა ძვირის თქმით: (სასულიერო წოდებაზე ანუ მეფეზე თუ ძვირი გითქვამს)
- მოუფიქრებლიბით
- მამათმავლობით
- მოწყინებით: (თუ მოგწყენია ლოცვა, მარხვა და კეთილი საქმე, ღვთის სანმსახური და თავი დაგინებებია)
- მაცთური წერილის მიწერით
- მარხვის დარღვევით
- მწვალებლობით: (სხვა რჯულის მოწონებით ან თუ თანაუგრძნობ)
- მაჭანკლობით: (ქალსა და კაცს შორის ბოროტი ბილწი მორიგება ხომ არ მოგიხდენია)
- მუცლის, ე. ი შვილოსნობის გაფუჭებით: (მუცლის მოშლა სხვისი ან თავისი ხომ არ ჩაგიდენია)
- მედიდურობით ჩაცმის მოყვარეობით (მოდების მიმდევრობით)
- მაჩვენებლობით: (კეთილი საქმისა ანუ რაიმე მოიქმედებისათვის თავის გამოჩენით, გამოცხადებით)
- მომსახურის, ან მომუშავის ქირის დაკლებით
- მკითხაობით: (თუ მკითხაობ, ან თუ გიმკითხვინებია)
- მცნების დარღვევით: (ათი მცნებისა ანუ სახარებისა)
- მიმოხეტიალობით (სახლით სახლად, ანუ დუქნითი დუქნად: მიმოსტუმრობით, მიმომსახურეობით და მიმომხვეჭელობით)
- მოტყუებით: (ვაჭრობაში, აღებ-მიცემობაში და სიტყვაში ცრუობით)
- მზვერაობით: (დაყურებით, ყურის დაგდებით, ჩუმად შემხედველობით და სხვისი საიდუმლოს გაგებით)
- მუსიკანობით: (საკრავთა მკვრელობით)
- მომწამვლელობით: (სხსა და თავის თავისა, რათა რომ მოჰკლან სულდგმული ანუ ჩასახული)
- მხედველობით: (ბოროტ ნახულთა ხსომით)
- მსმენელობით: (ბოროტ გაგონილთა ხსომით)
- მსახიობობით: (სათეატრო წარმოდგენილობით)
- მშიერ-მწყურვალთა მიუცემლობით
- ნაყროვანებით: (უმსგავსო გაძღომით და პირღებინებით)
- ნაღვლიანობით ანუ კდემით: (უკეთუ კეთილი საქმე ჰქენი და მერე ინანე)
- ნებით შეცოდებით
- ნათესავთან დაცემით
- ნაპოვარის არ გამოჩენით: (უკეთუ დაკარგული რამე იპოვნე პატრონი აღმოსჩენია, შენ დაგიფარავს და არ მიგიცია)
- ორგულიობით
- ოცნებით
- პარვით; (და ნაპარავის დაფარვით)
- პირფერობით: (პირში ლაქუცით, პირს უკან ლანძღვით)
- პირცვალებით: (პირობის გატეხით)
- პირუტყვთა უზომო ცემით
- პირუტყვთათანა დაცემით
- ჟინიანობით
- რისხვით
- როკვით ცეკვით
- სინანულის გადადებით: (რომელსაც უნდა ჯერ სცოდოს და ვითომ ბოლოს შეინანებს, რომელსაც ამიტომ შეუნდობელ ცოდვებად ერაცხება ყოველთვის, რადგან იგი ამით ღვთის მტანჯველად ითვლება ვითარცა პილატე და ცოდვებში ღვთის გამცემად, ვითარცა იუდა)
- სიძუნწით
- სიხარბით
- სიძვით: (გარყვნილებით)
- სახის მორთვითა: (ფერ-უმარილით)
- სოფლის სიტკბოებით: (ბოროტის შვებით)
- სასა ტკბილობით: (ყელის დატკბობით)
- სასოწარკვეთილებით: (იმედის დაკარგვით)
- სიზმართ დაჯერებით
- სიმაღლით: (უფროსობით, ანუ მაღალ სწავლით, რომელიც საკეთილოდ ვერ ხმარობს)
- სიმაძღრით: (საჭმლის მოჭარბებით)
- სილაღით: (გალაზღანდარავებით)
- სიფიცხით: (მეტის მრისხანებით, გაფიცვებით)
- სხვისი ქონების მონდომებით: (უკეთუ მოგინდომებია სხვისი ცოლი, ასული, სძალი, ოთხფეხა საქონელი ანუ სხვა რაიცა აქვს თუ ჰყავს მოყვასსა შენსა)
- საძაგელის შეძინებით
- სული წმიდის გმობით: (ე.ი ღვთისა და სულის უარყოფით)
- სხვისი ზარალისა და დაბრკოლების გახარებით
- სიმდიდრის ტრფიალით
- საზღვრის გადაწევით
- საბიწიერო წიგნთა კითხვით
- სასმელ-საჭმელის დაძალებით: (უკეთუ სტუმარს ანუ სხვას მეტისმეტი დააძალე სასმელ-საჭმელი)
- სხვისი ნამოქმედარის გაფუჭებით
- საწუთროსა ოდენ განზრახვითა: (მხოლოდ ხორციელი ცხოვრების წვრთნით და ზრუნვით)
- საიდუმლოს გაცემით
- საჭურველთ მოყვარულობით: (ტანის იარაღით, თოფ-მახვილის მოყვარეობით)
- სხვისი მცოდველობით დაუშვებლობით: (უკეთუ ჰხედავ, რომ სცოდავს, შენ მოვალე ხარ დაუშალო და არ დაგიშლია)
- სევდის აღგზნებით
- ტაძარში უწესო ქცევა ლაპარაკით
- ტყვეთა და უძლურთა უხილველობით
- ტიპიკონის წესის დარღვევით: (სამღვდელოთა ღვთის მსახურთა მიმართ)
- უდებებით: (ზარმაცობით)
- ურჩობით: (გაუგონარობით)
- უქმობით: (უსაქმობის მოყვარეობით)
- უკეთურობით
- უშვერი სიმღერით
- უგუნურებით: (პირუტყვულ საქმეთა ჩადენით)
- უფროსობის მოყვარეობით
- უსინდისობით
- უსამართლობით: (არაკანონისამებრ განსჯით)
- უქმის-ტეხით
- ულოცველობით
- უდანაშაულოს დასჯით
- უწყლოებით: (შეუბრალებლობით, ადამიანთა და პირუტყვთა)
- უფროს-უმცროსთან უმორჩილობით
- უჯერო ჭამით: (უინჯროდ), პირუტყვულია
- უჯერო სიცილით
- უჯერო რჩევით: (რომელსაც მოსდევს კაცის დაღუპვა და სიკვდილი)
- უბრობით: (უნძრახობით)
- უმეცრებით: (კეთილი სწავლის უნდომელობით)
- უშვერი სიტყვით: (ბიწიერი სიტყვით)
- უკრძალველ ღვთის მსახურებით
- ურცხვინეობით
- უგულისხმეობით
- უშვილობის წამლის ხმარებით
- უწესო ცხოვრებით
- უღირსად წმ. ზიარების მიღებით: (უკეთუ სრულიად არ გილოცია და არ გიმარხულია და ისე მიიღე)
- უღირსად წმ. ევლოგიის მიღებით: (უკეთუ ცისკარი არ მოისმინეან თუ მოსმენის შემდეგ გისვანმს ან გიჭამია რამე და ისე მიიღე)
- უნებლიე შეცოდებით
- უზიარებლობით: (წლის განმავლობაში უკეთუ ერჯერ მაინც არ ზიარებულხარ
- ფრანტობით
- ფარისევლობით
- ფლიდობით: (უნდობლობით ანუ პირში მაქებლობით)
- ფიცვით: (წარა-მარა ამაოებაზე)
- ფულის მოგების, წესზე მეტის გადახდევინებით.
- ფულის ფლანგვით: (უსაჭირო საგნებში და ბოროტ ჩვეულებებში)
- ფირალობით: (ქალთა, ვაჟთა და პირუტყვთა მტაცებლობით)
- ქრთამის მიცემ-მიღებით
- ქვრივ-ობლის განუკითხველობით
- ღვთისადმი ურწმუნოებით: (უკეთუ ღმერთის არსებობის არ გჯერა)
- ღვთისადმი უსასოებით: (უიმედობით)
- ღვთის უშიშობით
- ღვთის უყვარულობით: (ღმერთზე უფრო თუ ვინმე ან რამე გიყვარს)
- ღვთის დავიწყებით
- ღალატობით: (ცოლ-ქმარ შუა, ამხანაგთან, ყოველ საქმეში და სხვა)
- ყალბობით: (ყალბად ანუ ფარშივად მუშაობით)
- ყალბი ვექსილით ფულის აღებით
- ყნოსვით: (ბოროტი სუნის შეყვარებით, ანუ სიბილწეთა და სიმყრალეთა უძულველობით)
- ყრმათა დაბრკოლებით: (უკეთუ კეთილი არა ასწავლე, ანუ განხრწენ)
- ყბედობით
- შურით
- შურისძიებით
- შეჩვენებით: (ხატზე გადაცემით)
- შვება -განცხრომით
- შეცდომილებით: (უკეთუ შეაცდინე ვინმე. ცოდვაში ჩააგდე, ანუ გზა დაუბნიე)
- შეხებით
- შიშველთ შეუმოსაობით
- შვილთა უმარხავად დამარხვით
- შენდობის მიუცემლობით: (დამნაშავესთან)
- ჩხუბით: (სიტყვით და ცემით, გვემით და სისხლის დანთხევით)
- ჩუკენობით
- ჩქვლეტით: (სიბილწის ფიქრით)
- ცილი წამებით
- ცოდვების სწავლებით
- ცოდვათა უნანელობით: (უაღსარებლობით)
- ცოდვის ქმნათა გახარებით: (ცოდვის ქმნა ხომ არ გაგხარებია, შენი ან სხვისი ან თუ აგიგულიანებია ვინმე ცოდვის ქმნისათვის)
- ცოდვათა უძულველობით: (სიყვარული ცოდვის ხომ არ გაქვს)
- ცრუ ფიცით: (სამართალში ცრუ მოწამეობით)
- ცოდვის ქმნის დაქადენით: (დატრაბახებით, რომელიც ეშმაკის საქმეა)
- ცუდ ამბავ მოყვარეობით
- ცუდ ხუმრობა მასხარაობით
- ცილობით: (სიტყვაში და ვაჭრობაში)
- ცუნდრუკებით: (კაცთაგან რაიმეს გამორჩენისთვის ლაქუცით)
- ცუდის ქცევით: (უზრდელად და უშვერად)
- ცისკრისა და სერობის შემდეგ ჭამა-სმით
- ცრუ მორწმუნეობით; (უკეთ მართლ- მადიდებლობაში მტკიცე არა ხარ, ანუ გრწამს ხორცთა მღერანი (ასოთ თამაში, ხალხთა უწესო ჩვეულებანი და სხვა)
- ძვირის მეტყველებით: (ავის ლაპარაკით)
- ძილის მოყვარეობით
- ძმათა განკითხვით: (ტომთა და ნათესავთა ნაცნობთა და უცნობთა ყოველთა)
- ძმათა განრისხებით
- ძილის წინა ოცნებით
- ძღვნის მოყვარეობით
- წყევის: (მრავალ გვარი)
- წულთ მხრწნელიობით: (ქალწულთა)
- წმიდათა უპატივცემულობით
- ჭორიკანობით
- ხატთა არა თაყვანისმცემლობით
- ხმა მაღლობით : (წყრომით, ყვირილით, ღრიალით)
- ხელობის არა სწავლებით
- ხორცთა ფუფუნებით
- ხორციელ მტრისთვის ულოცველობით: (თუმც რო მიცვალებული იყოს მაინც)
- ხორცთა აღძვრით
- ხორცთა განხურვებით
- ჯადოსნობით
- ჯაშუშობით: (დაბეზღებით მთავრობასთან და სხვასთან და სხვასთან)
- ჯავრის ამოყრით
- ჯიბრობით: (ვაჭრობაში და სხვაში მტრულის მეტოქეობით)
- ჯილდოს მოყვარეობით: (ჯვარ-მენდალთა და ჩინთა)
- ჯვარის გამოუსახველობით; (მოქმედებაში)
- ჯვარის უპატივცემულობით: (მოქცევა)
აღსარების შემდგომ სათქმელი ლოცვა
ჰე! ყოვლად მოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მომიტევე ყოველნი აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლითაც შეგაწყინე ღმერთი ჩემი, რომელთა დასაბამნი აღგიარნე წინაშე შენსა.
ჰოი! ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო მარად ქალწულო მარიამ, ევედრე ძესა და ღმერთსა ჩვენსა, რათა შემიდვნეს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ვითარცა სახიერ არს მოწყალე და კაცთ-მოყვარე.