კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

ღამით კარის ხმა ისმოდა. ისინი დადიოდნენ ოთახიდან ოთახში, აქ წევდნენ, იქ აღებდნენ, რწმუნდებოდნენ - წყვილი ლანდი.

„აქ დავტოვეთ“, ქალი ამბობდა. კაცი ამატებდა: „ აქაც.“ „ეს მაღლა არის.“ - ქალი ბუზღუნებდა. „და ბაღში,“ - კაცი ჩურჩულებდა. „ჩუმად!“ - ამბობდნენ ერთხმად. - „გაეღვიძებათ“.

მაგრამ არ იყო ეს გაღვიძება. ო, არა. „ისინი ეძებენ. ფარდებს აფარებენ“. ერთს შეეძლო ეთქვა და ასე ჩაეკითხა ფურცელი ან ორი. „ახლა იპოვნეს.“- ერთი დარწმუნებული იქნებოდა, შეაჩერებდა ფანქარს. მერე, კითხვით დაღლილი, ადგებოდა, ნახავდა, სახლი ცარიელი არის, კარები - ღია.

მხოლოდ ტყის მტრედები ღუღუნებენ, ფერმიდან ისმის სალეწის გუგუნი. „აქ რისთვის მოვედი? რისი პოვნა მინდოდა?“ ვიდექი ცარიელი ხელებით. „იქნებ მაღლა იყო?“ ვაშლები იყო სხვენზე. და ისევ ქვემოთ - ისევ ბაღი - მხოლოდ წიგნი დავარდნილიყო ბალახებში.

სასტუმრო ოთახში იპოვნეს. სარკმლის შუშები ირეკლავდნენ ვაშლებს, ვარდებს. ყველა ფოთოლი მწვანე იყო. თუ ისინი გავიდოდნენ სასტუმრო ოთახში, ვაშლი ყვითელ მხარეს აჩენდა.

წუთის შემდეგ, თუ კარი გაიღებოდა, მოჩანდა მოფენილი იატაკს, დაკიდებული კედლებზე, ჩამოკიდებული ჭერიდან - რა? ცარიელი მქონდა ხელები.

შაშვის ჩრდილი ეცემოდა ხალიჩაზე. სიჩუმიდან ტყის მტრედები: „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე. “ სახლის პულსი იგრძნობოდა. „ დაიმარხა განძი, ოთახი…“ სახლის პულსი ჩქარდებოდა. „თქვენი განძი.“

ქარი ზუზუნებს ხეივანში. ხეები მორკალუნან და ქანაობენ. მთვარის შუქი იღვრება წვიმაში. ლამფის შუქი კი სარკმლიდან ეცემა.

სახლში მოხეტიალე, ჩურჩულით მოსაუბრე წყვილი ლანდი წილ ბედნიერებას დაეძებს.

„აქ გვეძინა.“ - ქალი ამბობს. კაცი ამატებს: „უთვლელი ამბორი.“ „გაღვიძება.“ „ხეებს შორის.“ „ მაღლა.“ „ბაღში.“ „როცა ზაფხული დადგა…“ „ზამთარში, თოვლში.“ - შორს იხურება კარები.

ახლოს მოდიან. შემოსასვლელს წყდებიან. ქარი დუმდება. თვალები ბნელდება. ჩვენ უკან ნაბიჯების ხმა არ ისმის. ქალი - ლაბადით. კაცი ხელებით იცავს ლამფას. „შეხედე.“ - სუნთქვავს. - „ბგერებს ჩაეძინათ. სიყვარული მათ ბაგეზეა.“

მორკალული, ვერცხლისფერი ლამფით ხელში, მძიმედ გვიცქერენ. მთვარის შუქი ეცემა იატაკსა და კედლებს. სახეები ფიქრობენ, სახეები ეძებენ მძინარეებს და თავიანთ წილ დამალულ ბედნიერებას.

„სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე,“ სახლი ამაყად ძგერს. „გრძელი წლები“ - კაცი ამბობს. „ისევ მიპოვნე.“ „აქ.“ - ქალი ჩურჩულებს. „ძილი. ბაღში კითხვა. სიცილი. სხვენზე ვაშლის დაგორება. აქ განძი დავტოვეთ.“ მორკალულები.

მათი სინათლე ჩემს თვალებში. „სიმშვიდე, სიმშვიდე, სიმშვიდე“- სახლის პულსი ფართოვდება. გაღვიძებული, ვტირი: „ეს არის თქვენი განძი ? ნათელი შიგნით.“


მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

მსგავსი თემები