კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვერ მოასწრებ ჩაის დასხმას...

ჩაიდანი მღერის -

ეს - მე,

ეს - შენ,

ეს - სხვას

და სხვას,

დედას - არაფერი.


სიხარულის მოდის თავსხმა,

წვიმასავით ბევრი -

ეს - მე,

ეს - შენ,

ეს - სხვას

და სხვას,

დედას - არაფერი.


პირჯვარს დასწერს დედა ფაცხას,

მაღლა იწევს ჭერი,

ეს - მე,

ეს - შენ,

ეს - სხვას

და სხვას,

დედას - არაფერი.


ბოლოს, საქმე მოგვარდება

მოყვარისა და მტერის,

სიკვდილი რომ მოგვარდება 

დგება დედის ჯერი.

 

ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ჯანსუღ ჩარკვიანი  • • •   ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე