კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 2 ოქტომბერი 11:41

 

 

 

ვზივარ და ვფიქრობ,

რა გიჭირს, რა გილხინს,

თუმცა ვერ გშველი დედი,

გადათენთილან თოვლით იები,

მეც მალე მოვალ დედი.


მოვალ, მოგიტან მინდვრის ყვავილებს,

რომ თმებს ჩამაწნა დედი,

შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,

არ დამეღალო დედი...


ისევ გაწვიმდა, ისევ დაქროლა,

ცოტაც გავუძლოთ დედი,

მალე, სულ მალე გამოიდარებს

შენს თეთრ ფანჯრებთან დედი..,


საფეხურიდან თუ ჩამოვვარდი,

წამომაყენე დედი,

ხელისგულებზე შემახე ტუჩი,

იქნებ სიცხე მაქვს დედი...


გამალამაზე, გამამზიანე

როგორც გჩვევია დედი,

მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,

გამაპატარძლე დედი...


ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,

სულ მიღიმილე დედი,

მასწავლე როგორ ვიყო, ვიცხოვრო,

რომ დაგემსგავსო დედი...


მერე რამოხდა დღეს თუ ქარია,

ან თუ ყინვაა დედი,

მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი

და დაგიკრიფავ დედი!

მსგავსი თემები

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე

სარეკლამო სივრცე