გადაუვლიათ სულში მაისებს, ჩქამი არ ისმის ხეთა. გამომაფხიზლებს შენი ხმა ისევ, მომენატრები, დედა!
ხსნას რომ მივაგნო ბედად - გარდასულ დღეებს ავედევნები, მომენატრები, დედა!
გზას რომ ვუთმობდი სევდას. ვეღარ დავმალავ თვალებს ცრემლიანს... მომენატრები, დედა!
ზამთარი მოდის, ვხედავ. ვიდრე სიკვდილი გამინაპირებს, უნდა იცოცხლო, დედა! |